კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო!

კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

 

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაწყო.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე, ადგილზე - სკოლაში.

 

ონლაინ რეგისტრაციის მსურველებს რეგისტრაცია შეგიძლიათ დღეიდან,   29 ივნისიდან     20 ივლისის ჩათვლით(რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს, 18:00 საათზე).

სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ 1 ივლისიდან - 20 ივლისის ჩათვლით  (რეგისტრაცია შეწყდება 20  ივლისს 17:00 საათზე).

 

მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი:

მისაღები გამოცდა მე-8 კლასში ჩატარდება - 23 ივლისს

მისაღები გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 კლასებში ჩატარდება -  25 ივლისს.

გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო -  07: 30 საათიდან

გამოცდის დაწყები დრო   - 08:30 საათზე

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96 და 557375969;

 

მისაღები გამოცდის ჩატარების ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

 

გამოცდის ფორმატიტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-8 კლასში მისაღები მათმატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი;

პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.

ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის აგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.

პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1

საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენს საიტზე: https://bit.ly/3AFT1VZ

 

ინფორმაცია მისაღები ადგილების რაოდენობისა და საკონკურსო პირობების შესახებ გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.

 

იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2023-24 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში ან კომაროვის სკოლის პროექტში  ,,საღამოს სკოლა“ საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ, მათ დაარეგისტრირებთ სკოლა. გაითვალისწინეთ „საღამოს სკოლის“ მოსწავლეს გამოცდაზე წარმოსადგენი ექნება  მხოლოდ მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი ( ID ბარათის, ან პასპორტი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი).

 

 

რეგისტრაციის პირობები:

ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

 

ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2023-24 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2023-24 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული.

გ)  ან  ID ბარათის,  ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1  დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).

 

ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 01 ივლისიდან - 20 ივლისის ჩათვლით 11:00-17:00 საათებში (რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს 17:00 საათზე).

მისამართი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N119;

 

ადგილზე რეგისტრაციის პირობა:

მშობელი ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2023-24 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2023-24 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული.

გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1  დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე). 

 

ვიმეორებთ:

მოსწავლეები, რომლებიც 2023-2024 სასწავლო წელს სწავლობდნენ  კომაროვის სკოლაში, ასევე დახურეს  ,,საღამოს სკოლა”,  არ გადიან რეგისტრაციას, ითვლებიან რეგისტრირებულებად,  შესაბამისად  არ საჭიროებენ მითითებული  დოკუმენტების ატვირთვას ან წარმოდგენას.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა)  უნდა წარმოადგინონ მხოლოდ მისაღებ გამოცდაზე. (იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ ექნება ( ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა) სკოლის საგამოცდო გუნდი იტოვებს უფლებას გადაუღოს ფოტო, შემდგომი იდენტიფიკაციისათვის.

 

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

·  მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2023-24 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2023-24 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.

 

მოსწავლემ, რომელმაც  2023–2024 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.

 

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.

მე-9, მე-10, მე-11 კლასების მისაღები გამოცდის ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ტესტების სანახავად გადადით ბმულზე: 

                                          

ინფორმაცია  მისაღები ადგილების რაოდენობისა და საკონკურსო პირობების შესახებ გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.

                                           

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 

 

 



ზემოთ