შაბათის სკოლის მე-6 კლასის, მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის ტესტები და ნაშრომები!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, 

 

შაბათის სკოლის მეექვსე კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ტესტები იხილეთ აქ:

ვარიანტი 1 და 2

 

შაბათის სკოლის მეექვსე კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ნაშრომები იხილეთ აქ: 

ნაშრომები

აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება 27 ივნისს, საღამოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com     

პირველადი შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2 ივლისისა.

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება  3 და 4 ივლისს 18:00  საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.       

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 8  ივლისს 18 საათამდე.

შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა).  ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი  წერით,  მე-7 კლასში  არ მიიღება 50-ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ