კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 15 ივლისს ჩატარდება

შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 15 ივლისს ჩატარდება.

 დარეგისტრირებული მოსწავლეების სიმრავლის გამო (1150-მდე მოსწავლე)  მეორე საგამოცდო ცენტრი კომაროვის სკოლაში დაემატა.

 

კომაროვის სკოლის საგამოცდო ცენტრში (მის. ვაჟა-ფშაველას გამზ. 49)  გამოცდა ჩაუტარდებათ შაბათის სკოლის მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მოხდა უშუალო სატელეფონო კომუნიკაცია სკოლის ადმინისტრაციისაგან ან რეგიონის შაბათის სკოლის პედაგოგისგან/მენეჯერისგან.

ყველა სხვა დანარჩენი მოსწავლე (ვისთანაც არ მომხდარა სატელეფონო კომუნიკაცია კომაროვის სკოლის ადმინისტრაციისაგან ან რეგიონის შაბათის სკოლის პედაგოგისგან/მენეჯერისგან) გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს   N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).

 ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png

 

 ტესტირებაზე რეგისტრაცია და ტესტირება ორივე საგამოცდო ლოკაციაზე დაიწყება ერთ დროს.

ორივე საგამოცდო ცენტრში ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება: 09:00 საათიდან

ტესტირება დაიწყება: 10:00-ზე

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

 გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

·      საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით),

·       აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

 

გამოცდაზე ქცევის წესები

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ