კლუბის მიზანია:
- ინტეგრირება სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს შორის;
 - კლუბის წევრებს მიეცეთ ცოდნის მიღება - გაცემის და თვითშემეცნების საშუალება;
 - წევრების ინტერესის გაზრდა კლასგარეშე ლიტერატურისადმი;
 - მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა;
 - გაზარდოს კლასგარეშე აქტივობებში მოსწავლეების ჩართულობა;
 - მოსწავლეებში სხვადასხვა ლიტერატურული უნარების აღმოჩენა და წახალისება;
 - ცოდნის მიღებისა და გაზიარების მარტივი გზების პოვნა.
 
კლუბის ფუნქციებია:
- მოსწავლეები შეაჩვიოს მსჯელობას, ქვეტექსტებს შორის მთავარი სათქმელის ამოკითხვას; 
 - განუვითაროს ფანტაზია და საკუთარი აზრის დაფიქსირების უნარი;
 - დაეხმაროს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და საკუთარი თავის პოვნასა და დამკვიდრებაში.
 
კლუბის პრეზიდენტი: მართა გაბუნია
თანაორგანიზატორები: ნია ჯიქია, ბარბარე ღვინიაშვილი, შოთიკო შაბიაშვილი, ლუკა ნატრიაშვილი
კლუბის წევრობა:
- კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
 - კლუბის საქმიანობას ხელმძღვანელობს და სამუშაო გარემოს შექმნაში პასუხისმგებელია კლუბის პრეზიდენტი და ორგანიზატორები;
 - კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VII - IX კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
 
შენიშვნა: სანამ სკოლა ჰიბრიდულ რეჟიმშია კლუბი იარსებებს ონლაინ გამონაკლისი, წინასწარ დაგეგმილი შემთხვევების გარდა.