შეხვედერა თანამედროვე ქართველ მწერალთან ბექა ადამაშვილთან || ლიტერატურის კლუბი

ლიტერატურის კლუბის ორგანიზებით 17 დეკემბერს გაიმართა შეხვედერა თანამედროვე ქართველ მწერალთან ბექა ადამაშვილთან


თანამედროვე ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, იუმორისტი და ბლოგერი ცნობილი გახდა პირველივე სატირული რომანით – „ბესტსელერი“ (2014). დღეს კი, 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის ერთ-ერთი ფინალისტია წიგნით: „ამ რომანში ყველა კვდება“


შეხვედრაზე მწერალი მოსწავლეებს გაეცნო და ესაუბრა ამბის თხრობოს თავისებურებაზე, თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაზე და ზოგადად, ლიტერატურულ სამყაროზე. შემდეგ, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მწერალს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს, გაუზიარეს აზრები და მიიღეს უკუკავშირი. 


2009–დან 2013 წლამდე ბექა სატირულ–იუმორისტულ სტატიებს აქვეყნებდა საკუთარ ბლოგზე-doin.ge


2013 წელს, ლიტერატურულ კონკურსში „შემოდგომის ლეგენდა“ ფარგლებში შექმნილმა მოთხრობამ „XXVIII: წერტილი“ პირველი ჯილდო მოუტანა.


აღნიშნული შეხვედრის მიზანია ლიტერატურის კლუბის საქმიანობისა და ქართული ლიტერატურის პოლულარიზაცია, მოსწავლეებისთვის მათთვის საინტერესო მიმართულების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მწერლების გაცნობა.



ზემოთ