ჭადრაკის კლუბი აერთიანებს ბავშვებს ჭადრაკის გარშემო, აწყობს ჩემპიონატებს და განკუთვნილია კომაროვის სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეებისათვის.


კლუბის მიზნებია: 

  • ჭადრაკის პოპულარიზაცია კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შორის,

  • ჭადრაკის, როგორც სპორტის, განვითარებაში წვლილის შეტანა,

  • მოსწავლეების სპორტული შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა. 


კლუბის ფუნქციებია: 


  • სპორტული შეჯიბრებებისა და მატჩების ორგანიზება,

  • ჭადრაკის მიმართულებით ბავშვების მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის,

  • მოსწავლეებში ჭადრაკის პოპულარიზაცია,  

  • სკოლის სპორტული ინვენტარის განკარგვა კლუბის მიზნებიდან გამომდინარე (სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით),

  • სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.


კლუბის პრეზიდენტი: სანდრო სართანია

ზემოთ