IYPT:International Young Physicists’ Tournament წრე ემსახურება მოსწავლეების მომზადებას საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირისათვის. წრე განკუთვნილია მე-9 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფიზიკის სიღრმისეული სწავლითა და ექსპერიმენტებით.


მეცადინეობის დროს მოსწავლე მუშაობს წინასწარ არჩეული ამოცანის თეორიულ და ექსპერიმენტულ მოდელზე, რომელსაც შემდგომ ის წარადგენს პირველ ეტაპზე კომაროვის გუნდის შესარჩევ ტურნირზე, ხოლო მეორე ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირზე.

 

2021 წლის საერთაშორისო ფიზიკოსთა ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა, რომლის 5 წევრიდან 3  კომაროვის სკოლის მოწავლე იყო, მოიპოვა ვერცხლის მედალი.


2022 წლის ტურნირი ივლისში გაიმართება რუმინეთში.


გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ კომაროვის სკოლის ლაბორატორიაში. 

 


 

ზემოთ