იმისათვის, რომ მოსწავლემ სხვადასხვა საგანში არსებული არასტანდარტული ამოცანები ამოხსნას, გაუმკლავდეს ინტელექტუალურ გამოწვებს სჭირდება არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა მეთოდებისა და კრეატიული მიდგომების ცოდნა. თუმცა, ასეთი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად სტანდარტული სასკოლო პროგრამა საკმარისი არა. 

 

ამასთანავე, ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობები გამოცადოს საერთაშორისო ოლიმპიადაზე და მიაღწიოს წარმატებას აუცილებელია საგნების, როგორც გაძლიერებული პროგრამით შესწავლა, ასევე  ამოხსნის ალტერნატიული მეთოდების შეთვისება და აღმოჩენა. 

 

კომაროვის სკოლა დაინტერესებულ კომაროველ მოსწავლეებს სთავაზობს საწრეო მომზადების პროგრამას მათთვის სასურველ საგნებში, რომელსაც  პროფესიონალი პედაგოგებისა და წარმატებული ყოფილი ოლიმპიელებით დაკომპლექტებული  საუკეთესო გუნდი ხელმძღვანელობს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საწრეო მომზადების გარეშე თითქმის შეუძლებელია საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატების მიღწევა. 

 

საერთაშორისო ოლიმპიადები ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა.  


კომაროვში თითოეულ საოლიმპიადო საგნისთვის დამოუკიდებელი წრე ფუნქციონირებს.  მოსწავლეებს დახვდებათ  შემეცნებითი, ახალი გამოწვევებით სავსე და კრეატიული გარემო. სწავლის პროცესი წარიმართება კომაროვის სკოლაში წლების მანძილზე დანერგილი და ადაპტირებული ტექნოლოგიებისა და ლიტერატურის გამოყენებით. წრის ხელმძღვანელები ორიენტირებულნი არიან  კომაროვის სტანდარტზე, რაც გამოიხატება სწავლების ხარისხით, მოსწავლეებისათვის არასტანდარტული მეთოდებისა და კრეატიული უნარ-ჩვევების გამომუშავებით და საერთაშორისო ოლიმპიადაზე  გამორჩეულად წარმატებული შედეგებით.

 


საერთაშორისო ოლიმპიადები ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქიმია.  


კომაროვში თითოეულ საოლიმპიადო საგნისთვის დამოუკიდებელი წრე ფუნქციონირებს.  მოსწავლეებს დახვდებათ  შემეცნებითი, ახალი გამოწვევებით სავსე და კრეატიული გარემო. სწავლის პროცესი წარიმართება კომაროვის სკოლაში წლების მანძილზე დანერგილი და ადაპტირებული ტექნოლოგიებისა და ლიტერატურის გამოყენებით. წრის ხელმძღვანელები ორიენტირებულნი არიან  კომაროვის სტანდარტზე, რაც გამოიხატება სწავლების ხარისხით, მოსწავლეებისათვის არასტანდარტული მეთოდებისა და კრეატიული უნარ-ჩვევების გამომუშავებით და საერთაშორისო ოლიმპიადაზე  გამორჩეულად წარმატებული შედეგებით.


გარდა საერთაშორისო ოლიმპიადის საგნებისა კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებს რობოტიკის, IYPT და IYNT წრეები. ეკონომიკის წრის მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში ამაღლდეს ცნობიერება ზოგადად ეკონომიკისა და ეკონომიკური პროცესების შესახებ. რობოტიკის წრე ემსახურება მოსწავლეების მომზადებას WRO (World Robot Olympiad) მსოფლიო რობოტების ოლიმპიადისთვის. საიტების აწყობის წრე მოსწავლეებს სთავაზობს შეისწავლოთ საიტების დაპროგრამება და ააწყონ მარტივი HTML საიტები. IYPT  ემსახურება ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეების მომზადებას საერთაშორისო ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირისათვის. IYNT წრის მიზანია მოამზადოს მოსწავლეები საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირისათვის. 

ზემოთ