ივანე კვიტაშვილიდირექტორი

ბიოგრაფია

დაიბადა 1973 წლის 11 ნოემბერს ქალაქ თბილისში.  დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატი (კომაროვის სკოლა) ვერცხლის მედალზე. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (1990-95). ასევე, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (1995-98).


მიღებული აქვს ჯილდოები: ღირსების ორდენი მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებებისათვის (09.2007) და საქართველოს წლის საუკეთესო მასწავლებელი (06.2010).


1997-98 წლებში გახლდათ ქალაქ თბილისის 83-ე  საშუალო  სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. 1998-დან დღემდე არის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. 1998 წლიდან 2010 წლამდე იყო აგრეთვე მათემატიკის წრის ხელმღვანელი. 2006-07 წლებში- სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.  2009 -დან 2010 წლამდე იყო კომაროვის სკოლის  მოსწავლეთა დისციპლინის კოორდინატორი. 2010 წლის ნოემბრიდან-დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 2011 სექტემბრიდან დღემდე არის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორი. ასევე, 2012 წლიდან გახლავთ თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებიდან, 2005 წლიდან  არის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამსწორებელთა კომისიის წევრი.  


ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 

 

მალხაზ ჯინჭარაძედირექტორის მოადგილე მაღალი სტანდარტის კონტინგენტის უზრულველყოფის მიმართულებით

ბიოგრაფია

დაიბადა 1966 წლის 6 მაისს. 1983 წელს დაამთავრა ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1997 წელს მიღებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება. 2007-2011 წლებში იყო ჩატარებული გაკვეთილის ავტორი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გადაღებულ ფილმში "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება".

1987-დან 1990 წლამდე იყო ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.  1998-დან 2011 წლამდე იყო  მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადის ჟიურის წევრი და საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი მათემატიკაში. 2005-დან 2008 წლამდე იყო რესპუბლიკური ოლიმპიადის რეგიონალური ტურის კოორდინატორი აჭარაში. 1999 წლიდან დღემდე არის ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. ასევე, 2005 წლიდან დღემდე არის ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორების მათემატიკის კომისიის უცვლელი წევრი; 

ვახტანგ ჯაოშვილიდირექტორის მოადგილე სწავლების ხარისხის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წრეების მიმართულებით

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წლის 11 ივლისს. 1997 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თ.გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (კომაროვი). სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა დოქტორანტურა და 2008 წელს მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2004 წლიდან მუშაობს ,,კომაროვის’’ სკოლის მათემატიკის პედაგოგად. 2005 წლიდან მუშაობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულებაზე ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საგნის ლექტორად მოწვეული სპეციალისტის რანგში. 2007 წლიდან იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამსწორებელთა ჯგუფის წევრი. 2013 წლიდან არის ,,კომაროვის’’ სკოლის დირექტორის მოადგილე.

ნინო ნავერიანიდირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ზრუნვისა და განვითარების მიმართულებით

ბიოგრაფია

დაიბადა  1967 წლის  7  თებერვალს  ქ. თბილისში.  1983 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N170 საშუალო სკოლა. 1994 წელს დამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

 

2003 - 2012 წ.წ.-მუშაობდა სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახ. თბილისის 178-ე საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად;

2011 წ. მიიღო საუკეთესო სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი;

2012 წლიდან დღემდე მუშაობს - სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში - რუსული ენის მასწავლებლად;

2015 წ. - მიიღო პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

2017 - 2021 წ.წ. - სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის პანსიონის კოორდინატორის.

2020 წ. მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

2021 წლის 15 სექტემბრიდან  - დღემდე  - სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის მ/შ.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

ზემოთ