კომაროვის სკოლაში ფინქციონირებს პანსიონი, რომელიც თავს უყრის საქართველოს ყველა კუთხიდან ნიჭიერ მოსწავლეებს. ისინი პანსიონში ცხოვრობენ.                                                       

დღის მეორე ნახევარი პანსიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის ეთმობა საშინაო დავალებების მომზადებას და სახელობო და სპორტული წრეების მუშაობას.                                 

პანსიონში მუშაობს გამოყენებითი ინფორმატიკისა და პროგრამირების წრეები, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ინფორმატიკის საფუძვლებს და საოფისე პროგრამებს, ქმნიან ვებ-გვერდებს, მონაწილეობენ კომპიუტერულ პროექტებში.

საკონფერენციო აუდიტორიაში კი ვიდეოპროექტორისა თუ გონიერი დაფის საშუალებით ტარდება სხვადასხვა ტიპის გაკვეთილები.

კომაროვის სკოლის პანსიონში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მე-7-12 კლასების 100 მოსწავლე ცხოვრობს. მათ ცხოვრებას, კვებასა და განათლებას სახელმწიფო და სკოლა უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

ზემოთ