IYNT:International Young Naturalists’ Tournament წრე ემსახურება მოსწავლეების მომზადებას საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირისათვის. წრე განკუთვნილია იმ მოსწავლეთათვის, რომლებსაც შესაბამის კალენდარულ წელს არ უსრულდებათ 17 წელი (არიან არაუმეტეს 16 წლის) და დაინტერესებულნი არიან ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის სიღრმისეული შესწავლით და ექსპერიმენტული კვლევით. 

 

მეცადინეობის დროს მოსწავლე მუშაობს წინასწარ არჩეული ამოცანის თეორიულ და ექსპერიმენტულ მოდელზე, რომელსაც შემდგომ ის წარადგენს პირველ ეტაპზე კომაროვის გუნდის შესარჩევ ტურნირზე, ხოლო მეორე ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე.

 

2021-2022 წლის საქართველოს ნატურალისტთა ტურნირი კომაროვის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებში ექვსი წევრიდან ოთხი კომაროველია.

 

2022 წლის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ კომაროვის სკოლის ლაბორატორიაში.


 

ზემოთ