კომაროვის ინფორმატიკის წრე გამორჩეულია წარმატების ისტორიით და პროფესიონალი ხელმძღვანელებით. ზაზა გამეზარდაშვილი და გოჩა მანდარია როგორც კომაროვის ინფორმატიკის წრის, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმღვანელებიც არიან.


ინფორმატიკის წრის სხვა ხელმძღვანელები უახლოეს წარსულში ეროვნული ნაკრების წევრები და/ან  მსოფლიო ოლიმპიადის სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელები არიან.


ინფორმატიკის წრე  ელის  ნებისმიერი კომპეტენციის მქონე, როგორც დამწყებ, ისე სანაკრებო დონის მოსწავლეებს. სწორედ, ამიტომ წრე იყოფა 4 კატეგორიად:


D. დამწყებთათვის;

C. 1 წლის დაწყებულთათვის;

B.  2-3 წლის დაწყებულთათვის;

A.  სანაკრებო.

 

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების კომაროველების შედეგები

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა

ზემოთ