კლუბის დასახელება: „დებატ კლუბი“
კლუბის თავმჯდომარე: ივანე ელიკაშვილი
კლუბის თანათავმჯდომარეები:
ლიზი არქანია (კომაროვის სკოლის მოსწავლე)
ნია დვალიძე (კომაროვის სკოლის მოსწავლე)
მარიამ ცქიტიშვილი (კომაროვის სკოლის მოსწავლე)
ანდრონ ოსიპოვი (კომაროვის სკოლის მოსწავლე)
ირაკლი ხარიტონიშვილი (კომაროვის სკოლის მოსწავლე)
კლუბის მიზნები:
დებატების კლუბი მიზნად ისახავს მოსწავლეებს დაეხმაროს შემდეგი სახის უნარ-ჩვევების განვითარებაში:
კლუბის ფუნქციები:
ა) დებატების ტექნიკათა შესწავლა;
ბ) სადებატო თემატიკის შერჩევა და მათ შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება-დამუშავება;
გ) დებატების გამართვა სხვადასხვა ფორმატით;
დ) დებატების ჩეპიონატების ორგანიზება;
ე) კლუბის მიზნებთან შესაბამისი სხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
კლუბის წევრობა:
1. კლუბი შედგება თავმჯდომარისგან, თანათავმჯდომარეებისგან და წევრებისგან;
2. კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ თავმჯდომარე
და თანათავმჯდომარეები, კლუბის წევრებთან შეთანხმებით;3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც
დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავენ კლუბის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარეები ურთიერთშეთანხმებით;
4. კლუბის თითოეული წევრი აქტიურად მონაწილეობს კლუბის საქმიანობაში;
5. კლუბის წევრების მიღების გადაწყვეტილებას იღებს თავმჯდომარე
თანათავმჯდომარეებთან შეთანხმებით;
6. კლუბის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეებთან და წევრებთან შეთანხმებით
გეგმავს კლუბის აქტივობებს, მონაწილეობს აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობს ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევა კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას;
7. კლუბის წევრობის შეწყვეტა ხდება, თუ მოსწავლე ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კლუბის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეებთან შეთანხმებით.