სკოლის მისია

აღმოაჩინოს მათემატიკური ნიჭით გამორჩეული მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით და მისცეს მაღალი ხარისხის პროფილური განათლების მიღების შესაძლებლობა. მოსწავლეებისათვის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და მუშაობის უნარის გამომუშავებაში დახმარება, მათთვის ადრეულ ასაკში მეცნიერული მუშაობის მეთოდების გაცნობა და კრიტიკული აზროვნების განვითარება, მიზანმიმართულობის, თვითრეალიზაციის, მოტივაციის გაღრმავება, სირთულეების გადალახვის ჩვევის გამომუშავება.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით სასკოლო სწავლების მეთოდებისა და მიდგომების განვითარების ხელშეყწობა.

სკოლის სტრატეგიული განაცხადი:

ჩვენთან სწავლობენ მათემატიკური უნარებისა და ლიბერალური, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან;

ჩვენი მასწავლებლები განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეებზე, არიან განვითარებაზე ორიენტირებულები და მუდმივად ეუფლებიან თანამედროვე სწავლების მეთოდებს;

ჩვენი მიზნებია, გაიზარდოს საზღვარგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მოსწავლეთა მოხვედრის რაოდენობა და რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეთა წილი მთლიან კონტინგენტში;

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ძლიერი და განვითარებული სასწავლო და აღმზრდელობითი მეთოდები და მაღალი ხარისხის განათლება;

ჩვენ გვიცნობენ, როგორც სასწავლებელს, სადაც მოსწავლეებს ზრდიან ღირსეულ ადამიანებად და ყველა სკოლადამთავრებული წარმატებული და გამორჩეულია;


პრიორიტეტული ამოცანები:

    • ნიჭიერი და ღირსეული მოსწავლეთა კონტინგენტი, განსაკუთრებით რეგიონებიდან;
    • სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
    • აღზრდა/ზრუნვა მოსწავლეებზე ოჯახთან კოორდინირებულად;
    • პროფ. ორიენტაციაში დახმარება;
    • ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება.
ზემოთ