კომაროვის წარმატების ფორმულა 50 წლის განმავლობაში უცვლელად მუშაობს და ზრდის იმ თაობას, რომელიც ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე ადამიანური ნიშნით.
კომაროვი არის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, რომელიც უფასოდ იმავე დონის და უფრო მეტად ხარისხიან განათლების შანსს აძლევს ახალგაზრდებს, როგორც მოწინავე კომერციული სკოლები.
კომაროვი - ეს არის ადგილი, სადაც კონცენტრირებულია ძალიან დიდი რაოდენობით ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სწორი ხედვა.
კომაროვი - ეს არის ყველაზე წარმატებული სკოლა იმიტომ, რომ არც ერთ სკოლას არ გაუზრდია იმდენი წარმატებული ადამიანი, რამდენიც კომაროვმა გაზარდა.
კომაროველი პირველ რიგში გამოირჩევა თავისი თავისუფალი აზროვნების სტილით, ერთად ყოფნის უნარით, ერთგულებით, საზრიანობით და მიზანსწრაფულობით.
კომაროველმა იცის შრომის ფასი და ესმის, რომ ნებისმიერი დიდი მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბევრი შრომის და პატიოსნების ფასად.
კომაროველს შეუძლია დასვას შეკითხვა - რატომ?
კომაროველობა ნიშნავს - გყავდეს ყველაზე დიდი, ყველაზე კარგი, ყველაზე ჭკვიანი სამეგობრო, რომელიც გეხმარება მიაღწიო საუკეთესო შედეგებს.
კომაროველს შეუძლია ცხოვრების ნებისმიერი სირთულე მიიღოს როგორც ამოცანა და ეს ამოცანა ამოხსნას.
ის ვინც შეძლებს კომაროვში მოხვედრას და მის დამთავრებას, დიდი ნაბიჯი ექნება გადადგმული პირადი და კარიერული კუთხით.
კომაროვი - ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი იწრთობა ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება.
კომაროვი ადგილია, სადაც თავმოყრილია ბევრი მოტივაცია, სწავლის სიყვარული და განათლების პოზიტიური აურა.
კომაროვის დამთავრება ნიშნავს საგზურს მომავალში, სადაც ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია.
კომაროვი - ეს არის ტრამპლინი ბედნიერ და წარმატებულ მომავალში!