დისციპლინური კომიტეტი არის სკოლის სტრუქტურილი ერთეული, რომელსაც 1 კალენდარული წლით ირჩევს  სამეურვეო საბჭო.


დისციპლინური  კომიტეტის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. 


სკოლაში დასაქმებულთა (გარდა მასწავლებლისა) და მოსწავლეთა  დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებითა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად, დასაქმებულთა/ მოსწავლეთა დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია განიხილოს დისციპლინურმა კომიტეტმა. 


დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური კომიტეტი ხელმძღვანელობს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“,  სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოში მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად. 


დისციპლინური გადაცდომა განსაზღვრულია შინაგანაწესის მიხვედვით, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს. 


 დისციპლინური კომიტეტის მიმდინარე შემადგენლობა:


●        მასწავლებლები


1. ივანე ელიკაშვილი

2. დიმიტრი ბაცაცაშვილი


●        მშობლები


1. თინათინ უკლება

2. ლევან კაციტაძე


●        მეთორმეტე კლასის მოსწავლეები


1. ნიკა ვარდოშვილი

2. გიორგი მახათაძე


ზემოთ