კომაროვის "საღამოს სკოლაში" 2026-27 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყო!

  

1.პროექტის მიზანი:

1.1  პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ასწავლოს მათემატიკისა და ფიზიკის გაღრმავებული პროგრამით;

1.2  გაუღრმავოს მოსწავლეებს მათემატიკისა და ფიზიკის სიყვარული;

1.3 გაუღრმავოს მოსწავლეებს ორგანიზებული შრომის, ლოგიკური, რაოდენობრივი და ტექნოლოგიური უნარები;

1.4 გაუღრმავოს მოსწავლეებს გუნდური მუშაობის უნარები.

 

2. პროექტში მონაწილე პირები

2.1 პროექტში მონაწილეობენ მათემატიკის ან ფიზიკის შესწავლით დაინტერესებული ის მოსწავლეები, რომლებიც არ ირიცხებიან სსიპ ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სიაში;

2.2 პროექტში მონაწილეობენ სსიპ ვლადიმერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლები, წრის ხელმძღვანელები და მოწვეული პედაგოგები.

2.3 მშობელსა და სკოლას შორის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;

2.4 მოსწავლის გაკვეთილებზე სიარული ავტომატურად ნიშნავს ხელშეკრულების ძალაში შესვლას;

 

3.            პროგრამა

3.1. „საღამოს სკოლის“ ფარგლებში სწავლა ხორციელდება:

•             მე-7, მე-8, მე-9 კლასებში მათემატიკისა და ფიზიკის პროგრამები ემთხვევა კომაროვის სკოლის შესაბამის პროგრამებს.

3.2. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, მსურველების არსებობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს სწავლება კომაროვის სკოლის მე-10 კლასის პროგრამით მე-10 კლასელებისთვის.

3.3. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, მსურველების არსებობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს სწავლება პრე-აბიტურის პროგრამით მე-10 და მე-11 კლასელთათვის.

 

4.            „საღამოს სკოლაში“ მოსწავლის მიღება:

3.1.საღამოს სკოლის მე-7 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც ერთ- ერთ წერაზე (2026 წლის მე-7 კლასის მისაღები გამოცდა ან 2026  წლის შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა) მიიღეს 26 ქულა ან მეტი. ნებისმიერი სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

3.2.მე-8 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც 2025-26 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან 2026  წლის მისაღებ გამოცდაზე მიიღო 30 ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

3.3.მე-9 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც 2025-26 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან 2026 წლის მისაღებ გამოცდაზე მიიღო 30 ქულა ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

3.4. პრე-აბიტურის ან მე-10 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც სწავლობდა ან კომაროვის სკოლაში, ან საღამოს სკოლაში. სხვა მსურველებისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

4. მიზნის მიღწევის მეთოდური საშუალებები:

4.1. “საღამოს სკოლა” მოსწავლეებს სთავაზობს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში (შემდგომში „სკოლა“) მოქმედ მათემატიკისა და ფიზიკის კურსს, პრეაბიტურის კლასში სპეციალურად შემუშავებულ პროგრამას.

4.2. თემატური კალენდარული გეგმა წინასწარ იქნება მოსწავლეთათვის ცნობილი.

4.3. მოსწავლეთა საშინაო დავალების შემოწმება და შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის დადგენილი წესით.

4.4. დამოუკიდებელი სამუშაოები და საკონტროლოები ჩატარდება გავლილი თემების შესაბამისად.

 

5.            მიზნის მისაღწევად სკოლა უზრუნველყოფს:

5.1. ერთ სასწავლო ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა- არაუმეტეს 16.

5.2.        პრე-აბიტურის ჯგუფში 8-10 მოსწავლე.

5.3.        სწავლების მაღალ ხარისხს „საღამოს სკოლის“ გაკვეთილებზე;

5.4.        დისციპლინას „საღამოს სკოლის“ გაკვეთილებზე და დასვენებაზე;

5.5.        სწავლებას უზრუნველყოფდნენ სსიპ ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლები, წრის ხელმძღვანელები და მოწვეული პედაგოგები;

5.6.        სწავლების პროცესში კომაროვის სკოლაში წლების მანძილზე დანერგილი და ადაპტირებული ტექნოლოგიებისა და ლიტერატურის გამოყენებას.

5.7.        მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ მშობლებისადმი ინტენსიური ინფორმაციის მიწოდებას მშობლისათვის სასურველი ფორმით (ელექტრონული ფოსტა, ელექტრონული ჟურნალი, სოციალური ქსელი).

5.8.        წლის განმავლობაში მათემატიკაში მინიმუმ 5 და ფიზიკაში მინიმუმ 4 საკონტროლო წერის ჩატარებას.

5.9.        წლის განმავლობაში    ერთხელ ჩატარდეს საღამოს სკოლის გუნდური ჩემპიონატი „კომაროვის მათემატიკის ფესტივალის“ ფორმატით.

 

6.            მიზნის მისაღწევად მშობელი უზრუნველყოფს:

6.1.        მოსწავლის დრულად და მოცემული გრაფიკით გამოცხადებას სკოლაში;

6.2.        მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენას;

6.3.        მომსახურების საფასურის გადახდას ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით;

6.4.        საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის აღჭურვას სასწავლო პროცესში ჩართვისათვის საჭირო რესურსებით.

 

7.            მოსალოდნელი შედეგები:

7.1. მოსწავლეებს გაუღვივდებათ მათემატიკისა და ფიზიკის სიყვარული;

7.2. მოსწავლეებს შეექმნებათ მომდევნო კლასში მათემატიკისა ან/და ფიზიკის გარღმავებული სწავლებისათვის საჭირო ბაზა;

7.3. გაიზრდება მოსწავლის აკადემიური შედეგები.

 

8.            მომსახურების ღირებულება და პროექტის განხორციელების ადგილი:

8.1. სწავლება განხორციელდება სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში (მის. ვაჟა-ფშაველას N49);

 

8.2. 2026-2027 სასწავლო წელს, პროექტის ფარგლებში შეიძლება გაიხსნას ონლაინ ჯგუფი/ჯგუფები მოთხოვნის შესაბამისად.

8.3. მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში მათემატიკის სრული კურსის ღირებულება შეადგენს :

•             იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობდნენ 2025-26 სასწავლო წელს ან კომაროვის, ან შაბათის, ან სტემ სკოლაში -1800 ლარს.

•             სწავლის ღირებულება არ შეეცვლებათ სღამოს სკოლის იმ მოსწავლეებს, ვინც 2025-26 სასწავლო წელს იყო საღამოს სკოლის მოსწავლე,

•             დანარჩენებისათვის-2000 ლარს.

8.4.        პრე-აბიტურის პროგრამაზე სრული კურსის ღირებულება შეადგენს 2500 ლარს.

8.5.        ფიზიკის კურსის ღირებულება მე-7 კლასელთათვის შეადგენს 540 ლარს, მე-8 და მე-9 კლასელთათვის-720 ლარს;

8.6.        მშობლის მიერ კურსის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:

•             პირველი ეტაპი:             არაუგვიანეს 2026 წლის 24 სექტემბრისა – სრული კურსის ნახევარი;

•             მეორე ეტაპი:   არაუგვიანეს 2027 წლის 10 იანვრისა – მეორე ნახევარი;

8.7.        თუ საღამოს სკოლაში მათემატიკის პროგრამაზე სწავლობს 2 ან მეტი და-ძმა, ყოველ მომდევნო დედმამისშვილზე გადასახადი შეადგენს 1200 ლარს; ფიზიკის პროგრამაზე -500 ლარს;

8.8.        თუ მოსწავლე შეწყვეტს პროექტში მონაწილეობას და მშობელი ხელშეკრულების მოშლის შესახებ წერილობით აცნობებს დირექციას, ან დისციპლინის უხეში დარღვევისთვის სკოლა ამორიცხავს მოსწავლეს, ამ შემთხვევაში სკოლა დაიტოვებს მშობლის მიერ გადახდილი თანხის ნაწილს, ხოლო მშობელს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე დაუბრუნდება თანხა პროპორციულად, ჩატარებული გაკვეთილების გათვალისწინებით.


9.            ხელშეკრულების შეწყვეტა

9.1 სკოლა უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ან შეზღუდოს სკოლის მიერ გასაწევი მომსახურების მიწოდება, თუ:

ა) მშობელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება

ბ) მოსწავლემ უხეშად დაარღვია სკოლის შინაგანაწესი, ან სკოლის პროექტების მარეგლამენტირებელი სხვა ნორმა ან მისი ქცევა ხელს შეუშლის სხვა მოსწავლეების სწავლას;

გ) დასრულდა სასწავლო წელი;

9.2 თუ მოსწავლემ პირველ სემესტრში ჩატარებულ საკონტროლო წერებზე მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება, მშობელს მიეცემა რეკომენდაცია ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

9.3 გამონაკლისს გადახდის გრაფიკსა და წესში იღებს სკოლის დირექტორი.

 

 

10 კურსის ქრონოლოგია

10.1.      კურსის ხანგრძლივობა 2026 წლის 23 სექტემბრიდან -2027 წლის 23 ივნისამდე.

10.2.      არდადეგები ემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს.

10.3 მათემატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს. დღეში სამი აკადემიური გაკვეთილი.გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წთ. 15.30 საათიდან - 18.00 საათამდე. კვირეული დატვირთვა 9 აკადემიური საათი; პრე-აბიტურის კლასში -10 აკადემიური საათი.

10.4  მე-7 კლასში ფიზიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ სამი აკადემიური საათი.

10.5       მე-8 კლასში ფიზიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, დღეში 2 აკადემიური საათი (სულ 4 აკადემიური საათი კვირაში).

10.6       მშობლებთან შეთანხმებით, კონკრეტული ჯგუფისთვის შესაძლებელია ცხრილის შეცვლა.

10.7       ფიზიკის ჯგუფის კალენდარს ადგენს “საღამოს სკოლის”სამსახურის უფროსი.

10.8       შეცვლილ კალენდარს ადგენს „საღამოს სკოლის“ სამსახურის უფროსი.

10.9       პროექტის ,,საღამოს სკოლა“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

10.10  სერტიფიკატების გაცემის წესი განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ.

 

11.. სკოლაში მიღება:

11.1. საღამოს სკოლის მოსწავლეებისთვის, ცალკე, კომაროვის სკოლაში მისაღები კონკურსი არ ჩატარდება.

11.2. საღამოს სკოლის მოსწავლეებმა, ისევე როგორც სხვა მსურველებმა, კომაროვის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად უნდა ჩააბარონ სკოლაში მისაღები გამოცდები (მე-12 კლასში მისაღები გამოცდა არ ტარდება


მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის სახაზინო ნგარიშზე:

ანგარიშის ნომერი.  მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE 22

სახაზინო კოდი (იგივეა, რაც ანგარიშის ნომერი შაბათის სკოლისთვის) 760867499

 ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში) გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი და კლასი.



საკონტაქტო ინფორმაცია

ინფორმაციისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11.00-დან 17.00 საათამდე შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399313; 2 396796; 568830450. 

ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamosskola@gmail.com

Facebook: სკოლა პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School (ინბოქსში).



კომაროვის სკოლა აქტიურ და საინტერესო სასწავლო წელს გპირდებათ!

გისურვებთ წარმატებას!

 

ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784