ჩვენს სკოლაში ჩამოყალიბდა დებატების ინგლისურენოვანი კლუბი - DEBATE CLUB, რომელში გაწევრიანება შეუძლიათ მოსწავლეებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით.
დებატების კლუბის მიზანია:
1. მოსწავლეები შეაჩვიოს ბრიტანული საპარლამენტო დებატების წარმართვის ტექნიკას (BP Debate Format),
2. მოსწავლეებს განუვითაროს სხვადასხვა კოგნიტური უნარები: სიტყვიერი, აუდიო, კომუნიკაციის, გამომხატველობითი, ინფორმაციის მოძიების, კვლევითი, და სხვა.
3. მოსწავლეებს განუვითაროს:
· ინგლისურად საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმისა და დაცვის უნარი,
· სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში უცხო ენის თავისუფლად გამოყენების უნარი,
· კრიტიკული აზროვნების უნარი,
· ჩაუნერგოს ესთეტიზმი და ჰუმანიზმი,
· გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,
· სხვათა აზრის მიღებისა და კამათის უნარი.
პირველი შეხვედრა გაიმრთება 13 ნოემბერს, 15:00-ზე, 306-ე ოთახში.
შემდგომი შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, სამშაბათობით, 306-ე ოთახში.