კომაროვის სკოლა აფასებს ერთგულ პედაგოგებს!

კომაროვის სკოლა 50  წელზე მეტია, რაც არსებობს. თავისი არსებობის მანძილზე ტრადიციულად ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინის გაღრმავებული სწავლების მიმართულებით. მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუდმივად ცდილობს არსებული სწავლა-სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას,


ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი, ქალბატონი დოდო კანდელაკი კომაროვის სკოლაში 37 წელია ისტორიას ასწავლის, მისი საერთო სტაჯი კი 53 წელს შეადგენს. წელს, ქალბატონ დოდოს 80 წელი შეუსრულდა და კომაროვის სკოლამ მისი იუბილე აღნიშნა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქალბატონ დოდოს 80 წლის იუბილეს და მადლობას ვუხდით ჩვენი მოსწავლეების განათლებისთვის. კომაროვის პედაგოგების ღვაწლი ფასდაუდებელია და ვამაყობთ ჩვენი აკადემიური პერსონალით. 




ზემოთ