Notice: fwrite(): Write of 1772 bytes failed with errno=122 Disk quota exceeded in /home/komar001/public_html/logs.php on line 56
Komarovi.edu.ge

სკოლა-პანსიონი კომაროვი აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის  ვაკანტურ  პოზიციაზე

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა:  2 

სამუშაო განაკვეთი:   სრული ან ნახევარი განაკვეთი 

 

ფუნქციები: 

·       მოსწავლეთა ემოციური, ქცევითი და სოციალური სირთულეების იდენტიფიკაცია და ინტერვენცია

·       მოსწავლეების და მათი მშობლების/მეურვეების ფსიქოკონსულტირება

·       განმავითარებელი და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

·       მშობლების/მეურვეების, მასწავლებლების, ზრუნვის მენეჯერების, სკოლის ადმინისტრაციის კონსულტირება და ფსიქოგანათლება

·       თემატური ტრენინგ პროგრამების შემუშავება და ჩატარება

·       ზრუნვის მენეჯერებისთვის კლასის საათის ჩატარებისას პროფესიული მხარდაჭერა 

·       შემთხვევის მართვის დოკუმენტაციის წარმოება

 

 

კვალიფიკაცია და უნარები:

·       უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, მაგისტრანტი ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი

·       სასურველია ფსიქოლოგიური, კერძოდ, მოზარდებთან ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება

·       ემოციის მართვის ტექნიკების ცოდნა 

·       ქცევის მართვის ტექნიკების ცოდნა

·       ეფექტიანი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი

·       ორგანიზებულობა 

·       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებთან ერთად შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.komarovi@gmail.com 2022 წლის 15 სექტემბრამდე




ზემოთ

Warning: Unknown: Write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php81) in Unknown on line 0