კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები
- 06 აგვისტო, 2022
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგების აპელაციის შემდეგ ყველა ქულა დარჩა უცვლელი.
მე-9 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე
მე-10 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე
მე-11 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგების სანახავად გადადით ბმულზე
2022 წლის მისაღები გამოცდის შედეგად მე-9 კლასში ჩაირიცხება 21 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.
2022 წლის მისაღები გამოცდით, სკოლაში მე-9 კლასში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 34.4 ქულა და მეტი.
2022 წლის მისაღები გამოცდის შედეგად მე-10 კლასში ჩაირიცხება 11 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.
2022 წლის მისაღები გამოცდით, სკოლაში მე-10 კლასში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 34.3 ქულა და მეტი.
2022 წლის მისაღები გამოცდის შედეგად მე-11 კლასში ჩაირიცხება 5 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.
2022 წლის მისაღები გამოცდით, სკოლაში მე-11 კლასში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 44.5 ქულა და მეტი.
მისაღები გამოცდით სკოლაში ჩასარიცხი მოსწავლეების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
კომაროვის სკოლაში გადმოსასვლელად, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში 8 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12 სთ-დან 17:30-მდე.
მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასურველია (დროის დაზოგვის მიზნით) გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლიც.
განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი (თუ, ზეპირად არ იცით, გთხოვთ, გქონდეთ ცალკე ამოწერილი) და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება).
განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი, არ არის უფლებამოსილი).
მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2021-22 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!