კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგები და ტესტის სწორი პასუხები
- 02 აგვისტო, 2022
კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგები და ტესტის სწორი პასუხები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
პირველადი შედეგები:
სწორი პასუხები:
შედეგების აპელაცია მიიღება 3 და 4 აგვისტოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com
საბოლოო შედეგები და სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების სია 6 აგვისტოს გამოქვეყნდება.
მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 21 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნებაიგივე ქულა, რაც რეიტინგით 21-ე შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნებაიგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნებაიგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.
მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2021-22 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!