მე-8 კლასში მისაღები გამოცდის ტესტები და ნაშრომები!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

 

მე-8 კლასში მისაღები გამოცდის ტესტები და ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

 

ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ვარიანტი 1

ვარიანტი 2


მოსწავლეთა ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ აქ



სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 31 ივლისის 18:00 საათისა.


შედეგების აპელაცია მიიღება 1 და 2 აგვისტოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com


საბოლოო შედეგები და სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების სია 4 აგვისტოს გამოქვეყნდება.

 

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

 

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2021-22 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.


სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.



კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!



ზემოთ