მე-7 კლასში მისაღებ გამოცდას დაემატა საგამოცდო ცენტრი კომაროვის სკოლაში

კომაროვის სკოლის მე-7 კლასის მისაღებ გამოცდაზე დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობის გამო (1200-ზე მეტი მოსწავლე) სკოლის მე-7 კლასში მისაღებ გამოცდას დაემატა საგამოცდო ცენტრი კომაროვის სკოლაში.


კომაროვის სკოლის საგამოცდო ცენტრში გამოცდა ჩაუტარდებათ შაბათის სკოლის  მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მოხდა უშუალო სატელეფონო კომუნიკაცია სკოლის ადმინისტრაციისაგან ან რეგიონის შაბათის სკოლის პედაგოგისგან/მენეჯერისგან. 


ვაზუსტებთ, კომაროვის სკოლის ადმინისტრაცია უშუალოდ დაუკავშრდა ყველა იმ მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს  ვინც მისაღები გამოცდა უნდა წეროს კომაროვის სკოლის საგამოცდო ცენტრში.  


ყველა  სხვა დანარჩენი მოსწავლე (ვისთანაც არ  მომხდარა სატელეფონო კომუნიკაცია კომაროვის სკოლის ადმინისტრაციისაგან ან რეგიონის შაბათის სკოლის პედაგოგისგან/მენეჯერისგან), გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს   N175 საჯარო სკოლაში.

 

ტესტირებაზე რეგისტრაცია და ტესტირება ორივე საგამოცდო ლოკაციაზე დაიწყება ერთ დროს.

  • ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება: 09:00 საათიდან
  • ტესტირება დაიწყება: 10:00-ზე.


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ,  კომაროვის სკოლის საგამოცდო ცენტრში სარეგისტრაციო სიაში, იქნებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მოხდა ადმინისტრაციისაგან სატელეფონო კომუნიკაცია. 

 

გამოცდაზე ქცევის წესები

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას! 

 

 

 



ზემოთ