შაბათის სკოლის მეექვსე კლასის, მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ბილეთები და ნაშრომები!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, 


შაბათის სკოლის მეექვსე კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ბილეთები იხილეთ აქ:

ვარიანტი 3

ვარიანტი 4

ვარიანტი 5

ვარიანტი 6


შაბათის სკოლის მეექვსე კლასის მესამე მოდულის შემაჯამებელი წერის ნაშრომები იხილეთ აქ: 

ნაშრომები


აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება 26  ივნისს, საღამოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com     

 

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივლისს 18:00  საათამდე.

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება  2 და 3 ივლისს 18:00  საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.       

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 6  ივლისს 18 საათამდე.


შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა).  ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი  წერით,  მე-7 კლასში  არ მიიღება 50 -ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელიწერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).


კომაროვის სკოლა გისურვებთ  ჯანმრთელობასა და  წარმატებას!


ზემოთ