ინფორმაცია „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მე-3 მოდულის წერის შესახებ

შეგახსენებთ, რომ „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა (ტესტირება) ჩატარდება 2022  წლის 26 ივნისს. 

წერა ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა N4). 

რეგისტრაცია ტესტირებაზე დაიწყება  -  08.00  საათიდან

წერა  დაიწყება  - 09.00 საათზე  

ტესტირების ხანგრძლივობა -  2 საათი და 30 წუთი

ტესტირებაზე მოსწავლე უნდა გამოცხადდეს დროულად.

 

ყველა მოსწავლის ნაშრომი (კოდირებული) და ტესტი  აიტვირთება იმავე დღეს სკოლის ვებ გვერდეზე. 

აუცილებელია შტრიხკოდის გამოტანა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ვებ გვერდზე მოძებნოთ მოსწავლისნაშრომი და  თქვენვე შეამოწმოთ ნაწერი.

 

აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება 26  ივნისს, საღამოს 18:00 საათამდე, ელექტრონულმისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com     

 

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივლისს 18:00  საათამდე.

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება  2 და 3 ივლისს 18:00  საათამდე ელექტრონულმისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.       

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 6  ივლისს 18 საათამდე.

 

წერაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

·       საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის,  წყალი (პლასტმასის ბოთლით), პირადობისდამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აქვს, სავალდებულო არ არის).

·       პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში,  სკოლა უფლებას იტოვებს, საჭიროებისშემთხვევაში, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

·       მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მობილური ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაცჩართავსმხოლოდ გამოცდის დასრულებისა და საგამოცდო სტერიტორიის დატოვების შემდეგ, რომ  შეძლოსმშობელთან დაკავშირება. წერის დროს მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს საათი, ასეთის არსებობისშემთხვევაში, საათიც  უნდა შეინახოს ტელეფონთან ერთად.

·       ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული.

 

 

ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები:

·       შემაჯამებელი წერის  ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

·       19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით

·       6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  

·       ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

 

შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესოშედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არმიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა).  ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი  წერით,  მე-7 კლასში  არ მიიღება 50 -ზე მეტიმოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელიწერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).

 

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა:

მე-7 კლასში   მისაღები  გამოცდის თარიღი და ადგილი  გამოცხადდება არაუგვიანეს 1  ივლისს. (სავარაუდოპერიოდი 16-17 ივლისი). 

მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 

 

შაბათის სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ მე-6 კლასის მე-3 მოდული, მისაღები გამოცდებისთვის რეგისტრაცია არ სჭირდებათ.

მისაღები გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა გამოცხადდება არაუგვიანეს 6 ივლისს.

 

ვიმეორებთ, შაბათის სკოლის მოსწავლეს, რომელმაც დაამთავრა 2021-22 სასწავლო წლის შაბათისსკოლის მესამე მოდული, მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია არ სჭირდება. 


 

კომაროვის სკოლა გისურვებთ  ჯანმრთელობასა და  წარმატებას!

 



ზემოთ