კომაროველებმა ,,ლეონარდო და ვინჩი“-ს კონკურსში III ადგილი დაიკავეს!

თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი ფინალური ეტაპი გაიმართა. გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან.

საკონკურსო გამოფენაზე, კონკურსში  შერჩეული კონკურსანტები,  საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგნენ ხანმოკლე პრეზენტაციით თავიანთი გამოგონების შესახებ. საკონკურსო კომისიამ გამოფენაზე გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

კერძოდ, გამოვლინდა ერთი გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. III ადგილი დაიკავეს კომაროვის მოსწავლეებმა - მიკრო კონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა: ალექსანდრე ხოხიაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა,XI კლასი), დიმიტრი კორკოტაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა, X კლასი) და თამარ კორკოტაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა, IXკლასი). მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორს გადაეცათ ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით. 

კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა.

გამარჯვებული  პროექტის ავტორები Intel-ის ფონდის დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. პიტსბურგში გამგზავრებიან (აშშ) მსოფლიოში უდიდესი კონკურსის Intel-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მონაწილეობის მისაღებად. 2014 წელს ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ნიკა ალავიძემ ქ.პიტსბურგში  Intel ISEF -ის კონკურსში, 1700 კონკურსანტს შორის მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

მოსწავლე გამომგონებლებისთვის, ასევე სპეციალური პროზები დააწესეს:

  • თიბისი ბანკმა
  • „ინტელის“ წარმომადგენლობამ საქართველოში
  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - ,,საქპატენტი“
  • ენერგო ეფექტურობის ცენტრმა-საქართველომ
  • შპს მთაწმინდის პარკმა

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა მე-6 ტრადიციული  კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება.  კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

2010 წლიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო  326 საკონკურსო განაცხადი. გამარჯვებულია 49 პროექტი/გამოგონება.

2016 წელს წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს  შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: საინჟინრო მექანიკა; რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები,;ფიზიკა და ასტრონომია; გარემოსდაცვითი ინჟინერია,დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია/ბიოლოგია/ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები.

წყარო: http://mes.gov.ge/ 


ზემოთ