“შაბათის სკოლის” მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა 26 ივნისს ჩატარდება
- 09 ივნისი, 2022
„შაბათის სკოლის“ მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა (ტესტირება) ჩატარდება 2022 წლის 26 ივნისს.
მოდულის წერა ჩატარდება ან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (მისამართი უნივერსიტეტის ქუჩა N4) ან კომაროვის სკოლაში (მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49). დაზუსტებული ინფორმაცია ეცნობებათ მშობლებს მოგვიანებით.
რეგისტრაცია ტესტირებაზე დაიწყება - 07:30 საათიდან
წერა დაიწყება - 08:30-ზე
ტესტირების ხანგრძლივობა - 2 საათი და 30 წუთი
ტესტირებაზე მოსწავლე უნდა გამოცხადდეს დროულად.
ყველა მოსწავლის ნაშრომი (კოდირებული) და ტესტი აიტვირთება იმავე დღეს სკოლის ვებ გვერდეზე.
აუცილებელია შტრიხკოდის გამოტანა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ვებ გვერდზე მოძებნოთ მოსწავლის ნაშრომი და თქვენვე შეამოწმოთ ნაწერი.
აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება 26 ივნისს, საღამოს 18:00 საათამდე, ელექტრონულმისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 ივლისს 18:00 საათამდე.
პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 2 და 3 ივლისს 18:00 საათამდე ელექტრონულმისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 6 ივლისს 18 საათამდე.
წერაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, წყალი (პლასტმასის ბოთლით), პირადობისდამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აქვს, სავალდებულო არ არის).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მობილური ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩართავსმხოლოდ გამოცდის დასრულებისა და საგამოცდო სტერიტორიის დატოვების შემდეგ, რომ შეძლოსმშობელთან დაკავშირება. წერის დროს მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს საათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საათიც უნდა შეინახოს ტელეფონთან ერთად.
ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს დაუფქსირდება ტემპერატურა 37 C ან მეტი, მოსწავლის წერაზე დაშვების საკითხს გადაწყვეტს საგამოცდო კომისია მოქმედი რეგულაციების გათვალსწინებით.
ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები:
შემაჯამებელი წერის ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).
ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.
შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესოშედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არმიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა). ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი წერით, მე-7 კლასში არ მიიღება 50 -ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე).
მე-7 კლასში მისაღები გამოცდა:
მე-7 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი და ადგილი გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისს. (სავარაუდო პერიოდი 16-20 ივლისი).
შაბათის სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ მე-6 კლასის მე-3 მოდული, მისაღები გამოცდებისთვის რეგისტრაცია არ სჭირდებათ.
მისაღები გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა გამოცხადდება არაუგვიანეს 5 ივლისს.
ვიმეორებთ, შაბათის სკოლის მოსწავლეს, რომელმაც დაამთავრა 2021-22 სასწავლო წლის შაბათის სკოლის მესამე მოდული, მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია არ სჭირდება.
მისაღებ გამოცდაზე შაბათის სკოლის მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ან სკოლიდან აღებული ფოტოსურათიანი ცნობის წარდგენა.
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!