ვაკის რაიონის მიერ ჩატარებულ, ჭადრაკის ფესტივალში, I და II ადგილი კომაროველებმა დაიკავეს!

ვაკის რაიონის გამგეობის ინიციატივით, 5 და 6 ნოემბერს სპორტული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ჭადრაკი, სროლა, კარტინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი. შეჯიბრი ჭადრაკში ჭადრაკის სასახლეში გაიმართა,


თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით. I ადგილი დაიკავა, კომაროვის 10 კლასის მოსწავლე კოკა ბუკიამ, რომელსაც გადაეცა "ლუტეციას" 100 ლარიანი ვაუჩერი, II ადგილზე გასულ კომაროველ, 11 კლასელ გიორგი ბოტკოველს გადაეცა "ლუტეციას" 70 ლარიანი ვაუჩერი.

კომაროვი, ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს და შემდგომშიც წარმატებებს უსურვებს!


ზემოთ