მათემატიკის მასწავლებელთა ოლიმპიადის პირველი ტური 5 ივნისს გაიმართება

ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართება 5 ივნისს, 11:00 საათზე, კომაროვის სკოლაში (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49). ტესტირებაზე რეგისტრაცია დაიწყება: 10:30 საათზე.


ოლიმპიადაზე თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებთ, რომ ხართ საჯარო ან კერძო სკოლის მოქმედი მასწავლებელი/მასწავლებლობის სტატუსის მაძიებელი/მასწავლებლის  60-კრედიტიანი პროგრამის მონაწილე.

 

კალამი და რვეული შავი სამუშოსთვის დაგხვდებათ ადგილზე. სექტორში დაგირიგდებათ პასუხების ფურცელი, რომელზეც იქნება უნიკალური კოდი. ამ კოდებით გამოცხადდება შედეგები. 

  

გთხოვთ,  გაითალისწინოთ, რომ სექტორში დაუშვებელია მობილური ტელეფონის, საათის და ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა. ოლიმპიადის საორგანიზციო გუნდი სექტორში შესვლამდე უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყობილობების შენახვას. 

 

ტესტი შედგება 30 დახურულბოლოიანი ამოცანისგან. თითოეულ ამოცანაზე 5 სავარაუდო პასუხი. 24 ამოცანა შეფასდება 2 ქულით, 1 ამოცანა - 2.1 ქულით, 1ამოცანა- 2.2 ქულით, 1 ამოცანა - 2.3 ქულით, 1 ამოცანა -2.4 ქულით, 1 ამოცანა - 2.5 ქულით და 1 ამოცანა - 2.6 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა62,1.  

 

ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო - 3 საათი. ფინალურ ტურში გადავა 30 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე და ის მონაწილე/მონაწილეები, რომელსაც ექნება იგივე შედეგი რაც რეიტინგით 30-ე მონაწილეს. 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სკოლის წინ მანაქნის პარკირება არის რთული. ამიტომ, ვინც აპირებთ ავტომანქანით მოსვლას, უმჯობესია, მანქანა გააჩეროთ მიმდებარე კვარტლებში, ან ვაჟა-ფშაველას გამზირზე საპარკინგე ადგილებზე.


კომაროვის სკოლა მადლობას  გიხდით  ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის!

გისურვებთ წარმატებას!


 


ზემოთ