კომაროვის STEM ბანაკი იწყება

კომაროვის სკოლა და საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკს


STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით ეძლევათ შანსი, ზაფხულის არდადეგების ერთი კვირა საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ სტემ ბანაკში, სადაც:

  • შეხვდებიან STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად  წარმატებულ ადამიანებს;
  • გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას;
  • გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე გამორჩეულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან;
  • დაკავდებიან სხვადასხვა ფიზიკური და გასართობი აქტივობით.


1) ვისთვის არის ბანაკი? 

საქართველოს ნებისმიერი სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც STEM მიმართულების 4 საგანში (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ჰყავთ უმაღლესი შეფასება - 10 ქულა (2020-2021 სასწავლო წლის წლიური და 2021-2022 სასწავლო წლის I სემესტრის სემესტრული ქულა) და 2021-2022 სასწავლო წელს მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის ან ქიმიის საგნებიდან ერთში მაინც.


2) რა ღირს ბანაკში მონაწილეობა? 

კომაროვის სტემ ბანაკს სრულად აფინანსებს საქართველოს ბანკი, ამიტომ მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა.


3) როდის და სად ჩატარდება ბანაკი? 

ბანაკი ჩატარდება 2022 წლის 19-26 ივნისს, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ. ბანაკს უმასპინძლებს მაღალი დონის სასტუმრო ბაკურიანში.


4) როგორ მოვხვდე ბანაკში? 

ბანაკში მოსახვედრად საჭიროა 3 შესარჩევი ეტაპის გავლა:


1. მოსწავლემ უნდა შეავსოს აპლიკაცია, რომელიც შედგება პირადი ინფორმაციის, მოსწავლის ნიშნების, ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციისა და ძალიან მოკლე სამოტივაციო წერილისგან;


2. ის მოსწავლეები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გაივლიან მოკლე ონლაინ ტესტირებას; 


*თითოეული სკოლიდან, კომაროვის სკოლის გარდა, შეირჩევა მაქსიმუმ 4 მოსწავლე.  


3. ტესტირების მიხედვით შერჩეული საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები გაივლიან ონლაინ გასაუბრებას;


4. საბოლოოდ შერჩეული მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას კომაროვის სკოლიდან, რის შემდეგაც მათმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას და წარადგინოს სკოლის მიერ გაცემული ნიშნების ფურცელი.


5) როდის და სად გამოცხადდება აპლიკაციების მიღება? 

აპლიკაციების მიღება დაიწყება 2 მაისს და დასრულდება 13 მაისს. სარეგისტრაციო ბმული დაიდება კომაროვის სკოლის ფეისბუქის გვერდზე (FB: სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School)


ბანაკის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/dWRNiwgZecZofnor7


*კომაროვის სკოლის მოსწავლეები ამ შესარჩევ კონკურსში არ მონაწილეობენ. კომაროვის სკოლიდან მოსწავლეები შეირჩევიან სკოლის მიერ დადგენილი წესებით და კრიტერიუმებით.


6) როგორ იქნება დაცული კოვიდრეგულაციები?

სასტუმროში მოსწავლეები და ბანაკის პერსონალი სრულად იქნება იზოლირებული. სასტუმრო დაეთმობა მხოლოდ კომაროვის სტემ ბანაკს. ბანაკის პერსონალი სრულად ვაქცინირებულია. ბანაკში გამგზავრების წინა დღეს მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ სწრაფი ანტიგენ ტესტი.


შეკითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ ნომერზე: 597470022- გიგი გიორგაძე, 

ან მოგვწერეთ:  komarovistemcamp@gmail.com


ზემოთ