მასწავლებლის საერთაშორისო დღე!

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგთა საზეიმო მიღება გაიმართა. პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ  სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის მონაწილე პედაგოგები, მათ შორის კომაროვის სკოლის ქიმიის პედაგოგი ქალბატონი  ლიანა ინწკირველი,რომელიც გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი და წამყვანი მასწავლებელი.

   ვულოცავთ ქალბატონ ლიანას  და ვუსურვებთ თავის საქმიანობაში  ახალ-ახალ წარმატებას.

 


ზემოთ