რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროველებმა წარმატებას მიაღწიეს
- 22 თებერვალი, 2022
11-19 თებერვალს რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის, საქართველოდან ორი გუნდი იყო წარმოდგენილი. 8 შესაძლებლობიდან ქართველმა მოსწავლეებმა 6 მედალი მოიპოვეს.
მოპოვებული მედლებიდან 5 კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედლის მფლობელები არიან ნინო ჩხაიძე და ირაკლი სულამანიძე; ბრინჯაოს მედლის - ოთარ გაგნიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე და ანდრია ბერიძე; ხოლო 1 ვერცხლის მედალი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლემ თარაშ დოლაბერიძემ მოიპოვა.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს!