კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში საპრიზო ადგილები მოიპოვეს

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში საპრიზო ადგილები მოიპოვეს!


წლევანდელ კონსურსში მონაწილეობას  სრულად კომაროვის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი - “MEMORY EFFECT” და “4 კიტრი”  იღებდა, ასევე კომაროვის სკოლის მოსწავლე გეგა ხაჩიძე სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად შექმნილი  გუნდით  “ელფები” (ELVES) წარდგა.


ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM).


პირველი ადგილი გუნდმა "ელფები" (ELVES) მოიპოვა. კომაროვის სკოლის მოსწავლის გეგა ხაჩიძისა და მისი მეგობრების პროექტი პასუხობს თანამედროვე გამოწვევას, რაც პანდემიის დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა.


კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორი კომპაქტური და ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე არსებული გადაწყვეტები.იონიზატორი საშუალებას გვაძლევს ვისუნთქოთ სუფთა, გაწმენდილი ჰაერი დახურულ სივრცეში, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ჯანმრთელობისათვის.


გეგა თანაგუნდელებთან ერთად აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.


მეორე ადგილზე კომაროვის სკოლის მოსწავლეების გუნდი "MEMORY EFFECT” გავიდა.  გუნდის წევრები არიან: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე, სანდრო ღლონტი, ლიზა სორდია.


მათი ინოვაციური პროექტი  „სმარტ კოსტუმი - NBSG” სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესს მექანიზმის დაპროგრამების მეშვეობით აჩქარებს. ფიზიკური ტრავმის შემდეგ ჭკვიანი კოსტუმის აპლიკაცია ადამიანის ორგანიზმს ეხმარება  აღიდგინოს ჯანმრთელი კუნთის ფორმა სწრაფად და ეფექტურად. NBSG-ის ინოვაციურობა გარდა იდეისა მის მრავალ ფუნქციონირებაშიცაა. გარდა სარეაბილიტაციო დანიშნულებისა, შესაძლებელია ჭკვიანი კოსტომის სახლის პირობებში გამოყენება, ვარჯიშისა თუ ვირტუალურ რეალობაში გადაშვების მიზნით.


გუნდმა "MEMORY EFFECT” საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიზი მიიღო და აშშ-ში მონაწილეობას მიიღებს სილიკონ ველზე STEM საზაფხულო ბანაკში .


“ოთხი კიტრი“, რომლის წევრებიც არიან ანანო ბარბაქაძე, ნიცა ბედიანაშვილი, ელენე ონიანი, ანი ლორჩოშვილი, Geolab-ის რჩეული გახდა.


“წამიკითხე” სმარტფონებისთვის ქართულ ენაზე შექმნილი აპლიკაციაა, რომლის მიზანია დაეხმაროს უსინათლო და მხედველობაშეზღუდულ პირებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციაში და მისცეს საშუალება სრულად გამოიყენონ სმარტფონის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები.


გუნდები საზეიმოდ დააჯილდოვეს საქარველოს პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა  კელი დეგნანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.


კომაროვის სკოლა ულოცავს კომაროველებს წარმატებას და მომოვალშიც უსურვებს მათი ინოვაციური იდეებისა თუ პროექტების განხორციელებას !



ზემოთ