კომაროვის სკოლის მათემატიკის კათედრის გამგეს, ნანი ჯაფარიძეს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

კომაროვის სკოლის მასწავლებელს, მათემატიკის კათედრის გამგეს, ნანი ჯაფარიძეს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.


ნანი ჯაფარიძეს ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გადასცა.


კომაროვის სკოლა ულოცავს ქალბატონ ნანის! უსურვებს, კიდევ დიდხანს ემსახუროს  მომავალი თაობების აღზრდას ასე ერთგულად, მხნედ და  ენერგიულად.


 

 



ზემოთ