2021-2022 სასწავლო წლისთვის კომაროვის სკოლის მე-7 კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების სია.

მე-7 კლასში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგების აპელაციის შემდეგ  ყველა ქულა დარჩა უცვლელი.  

2021 წლის მისაღები გამოცდის შედეგად სკოლაში ჩაირიცხება 144 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, მათ შორი 9 მოსწავლე, რომელმაც გაიმეორა 136-ე მოსწავლის შედეგი.

2021 წლის მისაღები გამოცდით, სკოლაში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 17,3 ქულა და მეტი.


მისაღები გამოცდით სკოლაში ჩასარიცხი მოსწავლეების სიის სანახავად გადადით ბმულზე.


შაბათის სკოლის შემაჯამებელი წერით, 2021 წელს,  სკოლაში ჩაირიცხება 39 მოსწავლე, ვინც 29 ივნისის შემაჯამებელ წერაზე მიიღო 21,4 ქულა ან მეტი.


შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით ჩასარიცხი მოსწავლეების სიის სანახავად გადადით ბმულზე.

 

კომაროვის სკოლაში გადმოსასვლელად,  ჩარიცხული მოსწავლეების მშობლებმა/კანონიერმა წარმომადგენლებმა  განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში 5 აგვისტოდან ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12 სთ-დან 17:30-მდე.

 

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადგილზე წერს განცხადებას. გთხოვთ, თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასურველია (დროის დაზოგვის მიზნით) გქონდეთ პირადობის დამატასტურებელი დოკუმენტის ასლიც.   

განცხადებაში აუცილებლად მისათითებელი იქნება მოსწავლის პირადი ნომერი (თუ, ზეპირად არ იცით, გთხოვთ, გქონდეთ ცალკე ამოწერილი) და სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე  (მშობელს ამ სკოლაშიც ექნება დასაწერი განცხადება).

 

შეგახსენებთ, რომ  შენდება კომაროვის სკოლის მეორე კორპუსი (ე..წ. ფილიალი დიდ დიღომში), რომელშიც ისწავლიან 2021-22 სასწავლო წლიდან მე-7 და 2022-23 სასწავლო წლიდან მე-7  და მე-8 კლასელები. სავარაუდოდ, 2021-22 სასწავლო წლის მეორე სემსტრისთვის ფილიალის შენობა და ინფრასტრუქტურა იქნება მზად.  ამ შემთხვევაში, შესაძლებელია,  სკოლის მე-7 კლასელებმა მეორე სემესტრიდან სწავლა გააგრძელონ  დიდი დიღმის კორპუსში. მშობელმა განცხადებაში უნდა აღნიშნოს, რომ გაეცნო ამ ინფორმაციას და ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს და არც ექნება.

  

განცხადების დაწერის უფლება აქვს მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს (და, ძმა, ბებია, ბაბუა ან  სხვა პირი, თუ ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის სტატუსი,  არ არის უფლებამოსილი).  

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!


ზემოთ