მე-7 კლასში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგები!
- 28 ივლისი, 2021
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდის პირველადი შედეგები და ტესტის სწორი პასუხები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
პირველადი შედეგების სანახავად გადადით ბმულზე.
სწორი პასუხების სანახავად გადადით ბმულზე.
პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 28 და 29 ივლისს 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 31 ივლისისა.
შეგახსენებთ, რომ სკოლაში ჩაირიცხება 136 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. ასევე, მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 136-ე მოსწავლეს.
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!