მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 24 ივლისს.
- 21 ივლისი, 2021
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 24 ივლისს.
მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი https://naec.ge/#/ge/post/2450
გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).
ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png
მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს: 09:00 საათიდან
გამოცდა დაიწყება: 10:00 საათზე
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
ü საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
ü აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის), გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
გამოცდაზე ქცევის წესების სანახავად გადადით ბმულზე.
ტესტირების დროს გამოსაცდელი ვალდებულია, დაიცვას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ეკეთოს პირბადე, დაიცვას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირებისაგან სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში-დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით.
ტესტის სტრუქტურა:
საგამოცდო ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
20 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით
5 ამოცანა - 8 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება- 2 ამოცანის 1,1 ქულით, ორის 1,2 ქულით, ერთის 1,4 ქულით,რაც იქნება ბილეთში მითითებული.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 26.
სკოლაში ჩაირიცხება საუკეთესო შედეგის მქონე 136 მოსწავლე, ასევე ის მოსწავლე, რომლის შედეგიც დაემთხვევა რეიტინგით 136-ე შედეგს.
24 ივლისს აიტვირთება ბილეთი და მოსწავლეთა ნაშრომები.
სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 28 ივლისის 18:00 საათისა.
შედეგების აპელაცია მიიღება 28 და 29 ივლისს 18:00 საათამდე, ელექტტრონულ მისამართზე saapelatsiokomisia@gmail.com
საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 31 ივლისისა.
დადებითი შედეგის შემთხვევაში, სკოლაში ჩასარიცხად უნდა წარმოადგინოთ დახასიათება სკოლიდან. დისციპლინური გადაცდომების არსებობის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეს უარი უთხრას მიღებაზე.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
ü მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
ü გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელმაც 2020-2021 სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.
კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!