კომაროვის სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში რეგისტრაცია დაიწყო.

სსიპ ვლადიმირ კოამროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დაწყო.

 

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ადგილზე, სკოლაში, ასევე ონლაინ.


ონლაინ რეგისტრაციის მსურველებს რეგისტრაცია შეგიძლიათ დღეიდან - 15 აგვისტოსტომდე.

სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ 22 ივლისიდან - 15 აგვისტომდე.

 

იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2020-21 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათმათ დაარეგისტრირებს სკოლა.

რეგისტრაციის პირობები:

ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

 

ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების სკანირებული ვერსია:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2020-21 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2020-21 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.

) ან პირადობის მოწმობის, ან  ID ბარათისან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1  დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).


ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 22 ივლისიდან - 15 აგვისტომდე.

მისამართი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N116;  11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.

 

ადგილზე რეგისტრაციის პირობა:

მშობელი ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2020-21 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2020-21 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.

გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმედოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე). 

 

ვიმეორებთ:

მოსწავლეები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს სწავლობდნენ  კომაროვის სკოლაში, არ გადიან რეგისტრაციას, ითვლებიან რეგისტრირებულებად,  შესაბამისად  არ საჭიროებენ მითითებული დოკუმენტების ატვირთვას ან წარმოდგენას.

 

მისაღები გამოცდის თარიღები:

მისაღები გამოცდის ჩატარების სავარაუდო თარიღები: 21-25 აგვისტოს შუალედში.

ზუსტი თარიღი გამოცხადდება არაუგვიანეს 15 აგვისტოს.

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

·       მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდის დღეს ირიცხებიან სხვა სკოლის მოსწავლეთა ბაზაში.

·       გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას  ის მოსწავლე, რომელიც 2020-21 სასწავლო წელს არ სწავლობდა კომაროვის სკოლაში და რომელსაც მათემატიკასა და ფიზიკაში  წლიური შეფასება ექნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში, გარდა უცხოური ენისა, ექნება 6 ან ნაკლები (ვიმეორებთ, მოსწავლეს, რომელიც 2020-21 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში და აბარებს მისაღებ გამოცდას, ნიშნებისა და დახასიათების წარმოდგენა არ სჭირდება)

·       გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას მოსწავლე, რომელსაც სკოლის მიერ წარმოდგენილი დახასიათებიდან არ გამოიკვეთება, რომ 2020-21 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.

·       მოსწავლემ, რომელმაც 2020-21 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.


გამოცდის ფორმატი და ტესტის შემადგენლობა:

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.

მე-9, მე-10, მე-11 კლასების მისაღები გამოცდის ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

ტესტის სტრუქტურა და გამოცდის ხანგძლივობა გამოცხადდება არაუგვიანეს 15 აგვისტოს.

 

                                           საკონკურსო პირობები

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 34  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 34-ე შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13 შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 18 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-18  შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 1  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით პირველი შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ:

ა) მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები.

ბ) სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2020-21 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

 

მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ.

                                                    

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ