მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია 19 ივლისს სრულდება.
- 19 ივლისი, 2021
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია სრულდება დღეს.
ონლაინ რეგისტრაცია სრულდება - 20:00 საათზე
ადგილზე (სკოლაში) რეგისტრაცია - 17:00 საათზე.
ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ასევე შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 24 ივლისს, სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ).
ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-b.png
მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს: 09:00 საათიდან
გამოცდა დაიწყება: 10:00 საათზე
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეები, რომლებმაც დაასრულეს პროექტი ,,შაბათის სკოლის“
მე-3 მოდული, ითვლებიან რეგისტრირებულად. დამატებით რეგისტრაციას არ
საჭიროებენ. მათ, გამოცდაზე უნდა წარმოადგინონ ან აიდი ბარათი, ან პასპორტი,
ან ფოტოსურათიანი ცნობა.
სკოლაში ჩაირიცხება საუკეთესო შედეგის მქონე 136 მოსწავლე, ასევე ის მოსწავლე, რომლის შედეგიც დაემთხვევა რეიტინგით 136-ე შედეგს.