კომაროვის სკოლაში შემომსვლელი მე-7 კლასის მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ!
- 08 აგვისტო, 2016
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გვაცნობეს, სკოლაში მისაღები გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 10 აგვისტოს.
მოსწავლის საკონკურსი ქულა განისაზღვრება შემდეგნაირად:
X1+X2+X3+X4+X5+X6*1,01+X7*1,05+X8*1,03+X9*1,02+X10*1,04, სადაც Xn არის მოსწავლის მიერ მე-n ამოცანაში მიღებული ნედლი ქულა.
საკონკურსო ქულა რეიტინგში განასხვავებს მხოლოდ ერთნაირი ნედლი ქულის მქონე მოსწავლეებს. თუ ერთი მოსწავლის ნედლი ქულა მეტი იქნა მეორე მოსწავლის ნედლ ქულაზე, მისი საკონკურსო ქულა აუცილებლად მეტი იქნება მეორე მოსწავლის საკონკურსო ქულაზე:
მაგალითად, თუ მოსწავლემ ამოცანების მიხედვით მიიღო შემდეგ ქულები:
ამოცანა N1- 3
ამოცანა N2- 1
ამოცანა N3 - 2
ამოცანა N4- 1
ამოცანა N5- 2
ამოცანა N6- 3
ამოცანა N7- 3
ამოცანა N8- 1
ამოცანა N9- 0
ამოცანა N10- 2
მისი ნედლი ქულა იქნება 3+1+2+1+2+3+3+1+0+2=18 ქულა, ხოლო საკონკურსო ქულა ზემოთ აღწერილი ფორმულით იქნება 18,29.
საკონკურსო ქულების მიხედვით შედგება რეიტინგული სია. რეიტინგული სიის 135 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე ჩაირიცხება კომაროვის სკოლაში.
გისურვებთ წარმტებას!