შაბათის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო

შაბათის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო.

  შაბათის სკოლის გუნდი მათემატიკით დაინტერესებულ მოსწალეებს სთავაზობს გადამუშავებული პროგრამითა და ახალი სერვისებით 2016-17 სასწავლო წლის პროგრამას.

 მოსწავლეთა რაოდენობა I  მოდულში:

 მე-5 და მე-6 კლასები- არაუმეტეს 20 მოსწავლე;

მე-3 და მე-4 კლასები- არაუმეტეს 18 მოსწავლე.

 

II და III მოდულში:

  მე-5 და მე-6 კლასები- არაუმეტეს 18 მოსწავლე;

მე-3 და მე-4 კლასები- არაუმეტეს 16 მოსწავლე.

ყოველი თვის ბოლოს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვა განმავითარებელი შეფასება;

პირველი და მესამე მოდულის განმავლობაში ჩატარდება გუნდური შეჯიბრი;

 მხოლოდ შაბათის სკოლის მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, კომაროვის სკოლა 2017 წლის  მაისიდან შესთავაზებს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, საგამოცდო ინტენსიურ კურსს.

ყოველი მოდულის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება.

 

იმ მოსწავლეების, რომლებმაც დაასრულეს 2015-16 სასწავლო წლის მესამე მოდული, მათემატიკის სწავლის საფასური არის იგივე, რაც იყო 2014-15 სასწავლო წელს. სხვა მოსწავლეებისათვის ერთი მოდულის (12 მეცადინეობა) გადასახადი შეადგენს 255 ლარს.

მეცადინეობები ჩატარდება სამ ცვლად:

I ცვლა: შაბათი: 10.00-13.00

II ცვლა: შაბათი: 14.00-17.00

III ცვლა: კვირა: 14.00-17.00

მეცადინეობები დაიწყება: შაბათის ჯგუფებისთვის-17 სექტემბერს, კვირის ჯგუფებისთვის-18 სექტემბერს.

იმუშავებს  2 ჯგუფი საინფორმაციო ტექნოლოგიებში:

I ცვლა: კვირა: 10.00-12.00,

II ცვლა: კვირა 12.10-14.10.

საინფორმაციო ტექნოლოგიებში მეცადინეობებს ჩაატარებს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გამეზარდაშვილი.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთი მოდულის (12 მეცადინეობა) საფასური შეადგენს 150 ლარს.

რეგისტრაცია სხვადასხვანაირად იწარმოებს 2015-16 სასწავლო წელს შაბათის სკოლის კურსდამთავრებულებისათვის და ახალი მოსწავლეებისათვის:

1.      რეგისტრაცია 2015-16 სასწავლო წელს კურსდამთავრებული მოსწავლეებისათვის.

ის მოსწავლეები, რომლებმაც დაასრულეს 2015-16 სასწავლო წლის მესამე მოდული, სისტემის მიერ არიან ჩასმული შესაბამის ჯგუფებში. სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში ისინი შეიძლება დარეგისტრირდნენ შესაბამისი სარეგისტრაციო კოდის საშუალებით, რომელიც მშობლებს დაეგზავნათ ტელეფონებზე. თუ მშობელს არ მიუვიდა წერილი ტელეფონზე sms-ით , მიმართეთ სკოლას სარეგისტრაციო კოდის ასაღებად (კიდევ ერთხელ განვმარტავთ, სარეგისტრაციო კოდით დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს 2015-16 სასწავლო წლის მესამე მოდული).

ამ ბმულზე: http://reg.komarovi.edu.ge/

შესაბამის ველში შეიტანეთ ელფოსტა და პაროლი და შედით სარეგისტრაციო სისტემაში. გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მარცხენა ზედა კუთხეში იქნება ლინკი: „იმ მოსავლეების რეგისტრაცია, რომლებმაც დაასრულეს 2015-16 სასწავლო წლის მესამე მოდული“. ამ ლინკზე შესვლის შემდეგ, შესაბამის ველში შეიტანეთ სარეგიტრაციო კოდი. გამოჩნდება მოსწავლის სახელი, გვარი და ზოგ შემთხვევაში სხვა მონაცემებიც (მაგ: ელ-ფოსტა, მშობლის ტელეფონი). შეავსეთ ცარიელი ველებიც. სისტემა გამოაჩენს იმ ჯგუფს, რომელშიც არის მოსწავლე (მოსწავლეები არიან იმავე ჯგუფში, რომელშიც სწავლობდნენ წინა სასწავლო წელს). სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია შეცვალოს ჯგუფი და მოსწავლე გადაიყვანოს ნებისმიერ თავისუფალ ჯგუფში.

სარეგისტრაციო სისტემა იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს შაბათის სკოლის მესამე მოდული, სისტემაში შესვლამდე და სარეგისტაციო კოდის გამოყენებამდე, შესაბამის ჯგუფში ადგილს შეუნახავს 2 სექტემბრამდე (იგულისხმება, რომ მშობელს შეუძლია შევიდეს სისტემაში 2 სექტემბრამდე). სისტემაში შესვლის შემდეგ გააქტიურდება გადახდის კოდი, და პირველი მოდულის გადასახადი გადახდილ უნდა იქნას შესაბამის ვადებში(იხ.ქვემოთ).

კიდევ ერთხელ განვმარტავთ: 2015-16 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მოსწავლეები არიან შესაბამის ჯგუფებში და სარეგისტრაციო კოდის გააქტიურება არ არის აუცილებელი 2 სექტემბრამდე. გააქტიურებული კოდის შემთხვევაში სისტემა რთავს წამზომს.

2) ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია:

ბმულზე: http://reg.komarovi.edu.ge/
შესამაბის ველში შეიყვანეთ ელფოსტა და პაროლი. ამის შემდეგ სისტემაში შეხვალთ ელფოსტის საშუალებით.

შესაბამის ფანჯარაში გამოჩნდება: ახალი მოსწავლის რეგისტრაცია. შესაბამის ველებში შეიყვანეთ მოსწავლის სახელი, გვარი, მშობლის ტელეფონის ნომერი, მშობლის ელფოსტა, სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე და შეარჩიეთ შესაბამისი კლასი და ჯგუფი, რომელშიც გსურთ ისწავლოს მოსწავლემ.

მოსწავლის მონაცემების შეტანის შემდეგ მოგეცემათ გადახდის კოდი და ვადა, რომლამდეც უნდა გადაიხადოთ პირველი მოდულის საფასური. ვადაში არგადახდის შემთხვევაში, სისტემა წაშლის მოსწავლის რეგისტრაციას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლე ხელმეორედ იქნება დასარეგისტრირებელი.

ერთი და იგივე ელექტრონული ფოსტით შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ერთი ან მეტი მოსწავლე. სანამ სისტემა არ დაიხურება, ყოველთვის შეგეძლებათ მოსწავლის ჯგუფის შეცვლა (ცხადია, იმ ჯგუფში, სადაც იქნება თავისუფალი ადგილი).

3) რეგისტრაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფში დასარეგისტრირებლად:

ბმულზე: http://reg.komarovi.edu.ge/
შესამაბის ველში შეიყვანეთ ელფოსტა და პაროლი. ამის შემდეგ სისტემაში შეხვალთ ელფოსტის საშუალებით.

შესაბამის ფანჯარაში გამოჩნდება: ახალი მოსწავლის რეგისტრაცია. შესაბამის ველებში შეიყვანეთ მოსწავლის სახელი, გვარი, მშობლის ტელეფონის ნომერი, მშობლის ელფოსტა, სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე და შეარჩიეთ საგანი: ინფორმატიკა და ჯგუფი, რომელშიც გსურთ ისწავლოს მოსწავლემ.

მოსწავლის მონაცემების შეტანის შემდეგ მოგეცემათ გადახდის კოდი და ვადა, რომლამდეც უნდა გადაიხადოთ პირველი მოდულის საფასური. ვადაში არგადახდის შემთხვევაში, სისტემა წაშლის მოსწავლის რეგისტრაციას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლე ხელმეორედ იქნება დასარეგისტრირებელი.

განმარტებები მოსწავლეების დასარეგისტრირებლად:

·         ელფოსტის მეშვეობით შედით სარეგისტრაციო სისტემაში

·         მოძებნეთ თავისუფალი ადგილი, შეარჩიეთ ჯგუფი.

·         ნუ დაარეგისტრირებთ მოსწავლეს, თუ იცით, რომ პირველი მოდულის გადასახადს ვერ გადაიხდით შესაბამის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადის გასვლის შემდეგ სისტემა წაშლის მოსწავლის რეგისტრაციას, და მოგიწევთ ხელმეორედ დარეგისტრირება.

·         სარეგისტრაციო სისტემა იმუშავებს ყოველდღე 8-დან 24 საათამდე.

მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ სკოლაში, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირიN49, ოთახი N116, შაბათ-კვირის გარდა 11-დან 17 საათამდე.
შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2392157, 2399313, ან მოგვწეროთ ე.წ. ინბოქსში მისამართზე: facebook/კომაროვიN199.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია “შაბათის სკოლის” შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე


ზემოთ