“შაბათის სკოლის” მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა!

შაბათის სკოლის”  მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა

 

„შაბათის სკოლის“ მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა ჩატარდება 2021  წლის 29 ივნისს  სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში (მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49).

 

მოსწავლე სკოლაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49) უნდა გამოცხადდეს 07:30 საათიდან. გამოცდა დაიწყება 08:30-ზე.  

 

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

სკოლის ეზოში მოსწავლეები უნდა შემოვიდნენ მარტო. მშობლები სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

ყველა მოსწავლის ნაშრომი (კოდირებული) და ბილეთი აიტვირთება იმავე დღეს. აუცილებელია შტრიხკოდის გამოტანა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თქვენვე შეამოწმოთ ნაწერი.

აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება 29 ივნისს, საღამოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.       

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2 ივლისს 18 საათამდე.

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 3 და 4 ივლისს 18 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com.       

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 5 ივლისს 18 საათამდე.

 

 

მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის,  წყალი (პლასტმასის ბოთლით), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აქვს, სავალდებულო არ არის).

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში,  სკოლა უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მობილური ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩართავს მხოლოდ გამოცდის დასრულებისა და სკოლის შენობის დატოვების შემდეგ, რათა შეძლოს მშობელთან დაკავშირება.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული.

 

ტესტირებაზე გამოცხადებისა და ქცევის განსაკუთრებული წესები პანდემიის პირობებში:

ტესტირებაზე მოსწავლე უნდა გამოცხადდეს დროულად.

ტესტირებაზე მოსული მოსწავლე სავალდებულოა აღჭურვილი იყოს პირბადით, რომელიც უნდა ეკეთოს შენობაში წერის მიმდინარეობის, შენობის დატოვებამდე.

შენობაში შესვლისას გაიაროს თერმოსკრინინგი;

დეზობარიერი;

დაიმუშავოს ხელები სპეციალური ხსნარით შენობაში შესვლისას და საჭიროების შემთხვევაში  მითითებისას.

დაიცვან ერთმენეთს შორის 1 მეტრიანი დისტანცია.

განთავსდეს მისთვის წინასწარ განსაზღვრულ საგამოცდო სექტორში, შესაბამის მაგიდასთან (საკომუნიკაციო ჯგუფების საშუალებით, ტესტირებამდე, თითოეულ მოსწავლეს ეცნობება რომელ სექტორში, რომელ მაგიდასთან უნდა განთავსდეს).

 

 

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს ექნება ტემპერატურა 370ან მეტი,  ასევე, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გასატარებელი სხვა ღონისძებების შესახებ იხილეთ აქ.

 

 

ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები:

 

შემაჯამებელი წერის  ბილეთი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

20 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით

5 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ამოცანის 1,1 ქულით, 2-ის 1,2 ქულით, 1-ის 1,4 ქულით, რაც იქნება ბილეთში მითითებული.

 

ტესტის მაქსიმალური ქულაა 26.

შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად სკოლის მე-7 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად სკოლაში არ მიიღება, იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა).  ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის შემაჯამებელი  წერით“ მე-7 კლასში,  არ მიიღება 50 -ზე მეტი მოსწავლე.

 

 

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა:

მე-7 კლასში   მისაღები  გამოცდის თარიღი და ადგილი  გამოცხადდება არაუგვიანეს 1  ივლისს.   შაბათის სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ მე-6 კლასის მე-3 მოდული,  მისაღები გამოცდებისთვის რეგისტრაცია არ სჭირდებათ.

მისაღები გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა გამოცხადდება არაუგვიანეს 5 ივლისს.

 

ყურადღება:

კომაროვის სკოლის წინა ტერიტორია (ვაჟა-ფშაველას გამზირის გასასვლელი პირველ და მეორე კვარტლებს შორის) არის ვიწრო ქუჩა. ამიტომ სასურველია, ვინც მოსწავლეს მოიყვანს მანქანით, მანქანა დააყენოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ან ახლომდებარე კვარტლებში. 

 

  

  

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!

 


ზემოთ