კომაროვის „შაბათის სკოლის“ ოლიმპიადა მე-6 კლასელთათვის

                         კომაროვის შაბათის სკოლის ოლიმპიადა მე-6 კლასელთათვის


2021 წლის 11 აპრილს, 9 სათზე სკოლაში ჩატარდება  „შაბათის სკოლის“ ოლიმპიადის ფინალური  ტური.

ფინალურ ტურში მონაწილეობს 126  მოსწავლე.

ფინალურ  ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურულბოლოიანი ტესტი, რომელშიც იქნება 25 ამოცანა.  სამუშაო დრო-2,5 საათი.

პირველი 20 ამოცანა შეფასდება 1 ქულით, ორი ამოცანა შეფასდება 1,1 ქულით, ორი ამოცანა შეფასდება 1,2 ქულით და ერთი ამოცანა შეფასდება 1,4 ქულით, რაც იქნება მითითებული ბილეთში.  სულ ჯამური ქულაა 26.

აპელაცია პროცედურულ საკითხებზე მიიღება 11 აპრილს.

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 14 აპრილს.

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება  15 და 16 აპრილს.

საბოლოო შედგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 17 აპრილს.

იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 60 საუკეთესო შედეგში იქნა განსხვავებული ქულები,

I-ხარისხის დიპლომი გადაეცემა საუკეთესო შედეგის მქონე 12 მოსწავლეს.       

II-ხარისხის დიპლომი გადაეცემა 18 მოსწავლეს.

III-ხარისხის დიპლომი გადაეცემა 30 მოსწავლეს.

იმ მონაწილეს, რომელსაც ექნება იგივე შედეგი, რაც რეიტინგით მე-12 შედეგია, გადაეცემა I ხარისხის დიპლომი.

იმ მონაწილეს, რომელსაც ექნება იგივე შედეგი, რაც რეიტინგით 30-ე შედეგია, გადაეცემა II ხარისხის დიპლომი.

იმ მონაწილეს, რომელსაც ექნება იგივე შედეგი, რაც რეიტინგით მე-60  შედეგია, გადაეცემა III ხარისხის დიპლომი.

ფინალური ტურის ყველა დანარჩენ მონაწილეს გადაეცემა ფინალისტის სერტიფიკატი.

I და II ხარისხის დიპლომებით დაჯილდოებული მოსწავლეებისათვის   შეიქმნება მათემატიკის წრე, რომლის გაკვეთილებიც ჩატარდება შუა კვირაში, კვირაში ერთხელ 3 საათი.  წრის  მომსახურება მოსწავლეებისათვის იქნება უფასო.

საუკეთესო შედეგის მქონე სამ მოსწავლეს გადაეცემა ფასიანი პრიზები:

I ადგილი- 300 ლარი; II ადგილი-200 ლარი; III ადგილი- 100 ლარი. თუ პირველ სამეულში  ორ ან სამ მოსწავლეს ექნება ერთი და იგივე შედეგი, ან/და  რომელიმე მონაწილეს ექნება იგივე შედეგი, რაც რეიტინგით მე-3 შედეგია, ფასიანი პრიზებისა და ოდენობის საკითხს  გადაწყვეტს კომაროვის სკოლის დირექცია.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებასა და ჯანმრთელობას!


ზემოთ