საღამოს სკოლის მე-7 და მე-9 კლასების შემაჯამებელი წერის ბილეთების სწორი პასუხები და პირველადი შედეგები!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,


საღამოს სკოლის მე-7 და მე-9 კლასების შემაჯამებელი წერის ბილეთების სწორი პასუხები და პირველადი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე: 


სწორი პასუხები:

მე-7 კლასი

მე-9 კლასი


პირველადი შედეგები:

მე-7 კლასი

მე-9 კლასი

 

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 16 ივლისს 12-დან 17 საათამდე. სააპელაციო განაცხადი შეიძლება დაწეროს როგორც მშობელმა, ასევე მასწავლებელმა. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 17 ივლისს 18:00 საათამდე.  


საღამოს სკოლის მე-7 კლასის შემაჯამებელი წერის შედეგად სკოლის მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგების მქონე 20 მოსწავლე. სკოლაში ასევე მიიღება ის მოსწავლე, რომლის შედეგი დაემთხვევა რეიტინგით მე-20 მოსწავლის შედეგს.


საღამოს სკოლის მე-9 კლასის შემაჯამებელი წერით სკოლის მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგების მქონე 10 მოსწავლე. სკოლაში ასევე მიიღება ის მოსწავლე, რომლის შედეგი დაემთხვევა რეიტინგით მე-10 მოსწავლის შედეგს. 


მისაღები გამოცდები 2020-21 სასწავლო წელს სკოლაში მისაღებად მე-8 და მაღალ კლასებში არ ჩატარდება.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!


ზემოთ