6-7 დეკემბერს ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში კომაროვის სკოლისა და ექსპოჯორჯიას ერთობლივი პროექტი - კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი გაიმართა!


საქართველოში ბევრი მოსწავლე დაინტერესებულია მათემატიკით. ამ ფესტივალის ფარგლებში მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს არასპეციალიზირებული სკოლებიდან მიეცათ შესაძლებლობა, გამოევლინათ თავიანთი ცოდნა, დაეხვეწათ გუნდური მუშაობის და ლოგიკური აზროვნების უნარები.

 

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 100-მდე სკოლის გუნდმა ორ კატეგორიაში; I კატეგორიაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, II კატეგორიაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის, ბათუმისა  და რუსთავის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებისა). ნახევარფინალის შემდეგ ორივე კატეგორიაში გამოვლინდნენ ფინალისტები.

 

ფინალში გადასული გუნდები:

I კატეგორიაში (მე-7 და მე-8 კლასები) არიან:

ანაბასისი (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 2.079582577)

თბილისის N117 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 5/9, ჯამური ქულა: 3.079582577)

თბილისის N122 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 2.079582577)

თბილისის N166 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 2.079582577)

თბილისის N190 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 2.079582577)

თბილისის N89 საჯარო სკოლა  (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 2.079582577)

თბილისის არქიმედეს სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 6/9, ჯამური ქულა: 7.079582577)

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი (სწორი პასუხების რაოდენობა 3/9, ჯამური ქულა: 3.729582577)

სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 2.079582577)

შპს "სადუნა" (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 4.729582577)

შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი (სწორი პასუხების რაოდენობა 5/9, ჯამური ქულა: 14.0137931)

წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 2.079582577)

 

II კატეგორიაში (მე-9 და მე-10 კლასები) არიან:

თბილისის N117 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 2/9, ჯამური ქულა: 2.6)
თბილისის N146 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 7/9, ჯამური ქულა: 6.570168067)
თბილისის N55 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 6/9, ჯამური ქულა: 5.046358543)
თბილისის N62 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 5/9, ჯამური ქულა: 3.770168067)
თბილისის N77 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 6/9, ჯამური ქულა: 5.153501401)
თბილისის არქიმედეს სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 8/9, ჯამური ქულა: 7.903501401)
თელეთის საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 5/9, ჯამური ქულა: 4.246358543)
სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი" (სწორი პასუხების რაოდენობა 8/9, ჯამური ქულა: 12.57016807)
ქართულ-ინგლისური სკოლა "ბრიტანიკა" (სწორი პასუხების რაოდენობა 2/9, ჯამური ქულა: 3.333333333)
შპს "სადუნა" (სწორი პასუხების რაოდენობა 5/9, ჯამური ქულა: 4.34047619)
შპს თანამედროვე განათლების აკადემია (სწორი პასუხების რაოდენობა 6/9, ჯამური ქულა: 5.046358543)
წეროვნის N3 საჯარო სკოლა (სწორი პასუხების რაოდენობა 4/9, ჯამური ქულა: 3.439215686)

 

7 დეკემბერს გაიმართა ფინალი.

 

I ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა თბილისის არქიმედეს სკოლის გუნდმა (სწორი პასუხების რაოდენობა 10/12, ჯამური ქულა: 24.14761905).  გამარჯვებული გუნდის წევრები: პაპუნა ასპანიძე, ნიკოლოზ ზედელაშვილი, საბა ლომიძე.

I ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის გუნდმა. გუნდის წევრები: ნინო ლალაზაშვილი, რატი ხაფავა, ალექსანდრე უთმელიძეს და გიორგი ფარულავა.  (სწორი პასუხების რაოდენობა 7/12, ჯამური ქულა: 20.03333333).

I  ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ზესტაფონის  ანაბასისის სკოლის გუნდმა. გუნდის წევრები:  ცოტნე ბუბულაშვილი, ცოტნე ნებიერიძე, დავით აბესაძე და თამარ კაპანაძე. (სწორი პასუხების რაოდენობა 6/12, ჯამური ქულა: 13.94761905).

I  ასაკობრივ კატეგორიაში რეგიონის საუკეთესო გუნდი გახდა  ზესტაფონის  ანაბასისის სკოლის გუნდი.

 

II  ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა სკოლა-ლიცეუმი "მწიგნობართუხუცესი"-ს სკოლის გუნდმა (სწორი პასუხების რაოდენობა 9/12, ჯამური ქულა: 18.83333333).  გამარჯვებული გუნდის წევრები: ელენე კაჭარავა, ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნიკოლოზ ნადარაია.

II ასაკობრივ კატეგორიაში  მეორე ადგილი დაიკავა თბილისის არქიმედეს სკოლის გუნდმა:  გუნდის წევრები: ნიკა ხაჩატუროვი, გივი ჯიღაური, აკაკი ხელაძე. (სწორი პასუხების რაოდენობა 8/12, ჯამური ქულა: 16.43333333).

II  ასაკობრივ კაკატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა  თბილისის N55 საჯარო სკოლის  გუნდმა. გუნდის წევრები:  თამარ ბოკუჩავა, გურამ მარგალიტაძე,  ელიზბარ ქურდევანიძე და ანა გეწაძე (სწორი პასუხების რაოდენობა 8/12, ჯამური ქულა: 15.33333333).

II ასაკობრივ კატეგორიაში რეგიონის საუკეთესო სკოლის გუნდი გახდა სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის გუნდი; გუნდის წევერები: გურამი მღებრიშვილი, ლუკა პავლიაშვილი და სალომე ლომიძე.

 

კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალის ნახევარფინალის ამოცანები იხილეთ აქ:

I კატეგორია (მე-7 და მე-8 კლასები)

II კატეგორია (მე-9 და მე-10 კლასები)

კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალის ფინალის ამოცანები იხილეთ აქ:

I კატეგორია (მე-7 და მე-8 კლასები)

II კატეგორია (მე-9 და მე-10 კლასები)

 

კომაროვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ექსპოჯორჯიას, სკოლის საზაოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ჩვენი სკოლის  მე-11, მე-12  კლასის მოსწავლეებსა და  კურსდამთავრებულებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფესტივალის ორგანიზებაში. 

 

კომაროვის სკოლა და ექსპოჯორჯია წარმატებას უსურვებს მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს და ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს!


ზემოთ