თბილისსა და ბათუმში კომაროვის სკოლის ფილიალების მშენებლობა იწყება.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამორჩეული მხარდაჭერისთვის, სკოლის მიღწევების აღიარებისთვის, იმ დამატებითი შესაძლებლობისთვის, რომელიც მიეცემათ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს, მიიღონ მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და განვითარება თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

 

2019 კომაროვის სკოლისთვის მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა, როგორც აკადემიური, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების მიამრთულებით. სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე რეკორდული რაოდენობის, 35 მედალი მოიპოვეს.     ათეულობით მოსწავლე გაემგზავრა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით. მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სამოქალაქო, საგანმანათლებლო, განმავითარებელ, სპორტულ აქტივობებში.


თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილი ახალი დამატებითი სასწავლო შენობები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს STEM მიმართულებების გაძლიერებას, ასევე სწავლის განვითარებას ყველა საგანში, უცხოურ ენებსა და ტექნოლოგიებში. გაზრდის ხელმისაწვდომობას, სკოლის მოსწავლეებს მისცემს დამატებით შესაძლებლობას, მიიღონ მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისი განათლება და განვითარება.  ეს იქნება დიდი ნაბიჯი ახალი წარმატებებისკენ. 

 

 


ზემოთ