კომაროვის სკოლაში მოაზროვნეთა კლუბი ჩამოყალიბდა, რომელიც ვიქტორინა - კონკურსებს „რა? სად? როდის“? ინგლისურ ენაზე ჩაატარებს!
- 19 აპრილი, 2019
კომაროვის სკოლაში მოაზროვნეთა კლუბი ჩამოყალიბდა, რომელიც ვიქტორინა - კონკურსებს „რა? სად? როდის“? ინგლისურ ენაზე ჩაატარებს.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ მოსწავლეებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით.
კლუბის მიზანია:
- მოსწავლეებში ინტელექტუალური აქტივობების პოპულარიზაცია;
- მოსწავლეებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება;
- სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში უცხო ენის თავისუფლად გამოყენების უნარი;
- ინგლისური ლექსიკის მარაგის გამდიდრება.
მიზნები და ფუნქციები:
- ლოგიკური აზროვნების განვითარება და ინგლისურად აზროვნება;
- ინტელექტუალური თამაშის რა?სად?როდის?-ის ორგანიზება და ჩატარება.
კლუბის წევრობა:
- კლუბი შედგება თავჯდომრისგან და წევრებისგან.
- კლუბის თავჯოდამერე ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თითოეული კლუბის წევრზე.
- კლუბის წევრობა შეუძლია ნებისმიერს ვინც შემდგომ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს:
- ინგლისურის მინიმუმ B1-B2 დონეზე ფლობა, მოტივირებულობა;
- კლუბის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა 10 ადამიანს შეადგენს.
კლუბის დამფუძნებელი: IX - 1 კლასის მოსწავლე - ნიკოლოზ დევიძე
წევრები:
1. თამარ მამნიაშვილი
2. თამარ ფიცხელაური
3. გიორგი კვარაცხელია
4. საბა თავართქილაძე
5. ნინი მანაგაძე
6. თამარ გელაშვილი