ვაკის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში „რა? სად? როდის?“ კომაროვის სკოლის მოსწავლეთა გუნდმა გაიმარჯვა!
- 08 აპრილი, 2019
ვაკის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად? როდის?“ გაიმართა. თამაშში მონაწილეობა 11 სკოლის მოსწავლემ მიიღო. დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შედეგად, ჟიურიმ I, II და III ადგილებზე გასული გუნდები გამოავლინა. I ადგილი კომაროვის სკოლის მოსწავლეთა გუნდს ერგო. (გუნდის შემადგენლობა: გიორგი ქიტუაშვილი, გიორგი კირვალიძე, გიორგი კედია, გიორგი პაპულაშვილი, მარიამ ტყეშელაძე, თამარ კორკოტაშვილი)
ინტელექტუალური თამაშის მონაწილეები ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ ბიძინა ჩიკვილაძემ დააჯილდოვა. შეჯიბრში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ მოსწავლეებს.