"ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა" და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ვიზიტი
- 08 ოქტომბერი, 2015
დღეს, 8 ოქტომბერს, ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა" და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლებმა ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199-ე საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ასოცირების ხელშეკრულება, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. განხილვის თემა იყო საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში და ამ სფეროში არსებული რეფორმები. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე მოეწყო თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება "მოგზაურობა ევროპაში". შეხვედრის დასასრულს მოეწყო ვიქტორინა და გამარჯვებულს სიმბოლური პრიზი გადაეცა. ასევე, N 199-ე სკოლას გადაეცა საინფორმაციო ლიტერატურა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.